სამაცივრე კონტეინერი

Maersk Line სამაცივრე კონტეინერი ნახევრადმისაბმელიან სატვირთო მანქანაზე.

სამაცივრე კონტეინერი ან რიფერი (ინგლ. Refrigerated container) — კონტეინერის მოდელი ან სატრანსპორტო კონტეინერი, რომელიც გამოიყენება ინტერმოდალურ სატვირთო გადაზიდვებში და შეუძლია მალფუჭებადი ტვირთის, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, ხორცი და სხვა მსგავსი პროდუქტების ხელოვნური გაგრილება და საჭირო შენახვის ტემპერატურის რეჟიმის უზრუნველყოფა.ვინაიდან ასეთ კონტეინერებს აქვთ ჩაშენებული სამაცივრო და გათბობის განყოფილება, ისინი საჭიროებენ ელექტრო კავშირს[1]. გზაზე ტრანსპორტირებისას მისაბმელით ან სარკინიგზო ვაგონით, ისინი შეიძლება დენის წყაროს ღებულობდეს დიზელის გენერატორებიდან, რომლებიც მიმაგრებულია კონტეინერზე. სამაცივრე კონტეინერებს შეუძლიათ აკონტროლონ ტემპერატურა −65 °C-დან (−85 °F) 40 °C-მდე (104 °F).

  1. Refrigerated containers. Reefers (2013-12-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-30. ციტირების თარიღი: 2023-11-20