პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 19 მაისი, 1997 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ვოლფსბერგერი | ||
ნომერი | 19 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2014–2021 | საბურთალო | 143 | (5) |
2021–2023 | დინამო ბათუმი | 82 | (4) |
2021–2023 | ვოლფსბერგერი | 34 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2015–2016 | საქართველო 19-წ. | 6 | (0) |
2021– | საქართველო | 8 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 5 ოქტომბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 სექტემბერი, 2024 |
სანდრო ალთუნაშვილი (დ. 19 მაისი, 1997, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. ავსტრიის ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ვოლფსბერგერის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
სანდრო ალთუნაშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია და კარიერის დიდი ნაწილი ამ კლუბში აქვს გატარებული.
2014–2021 წლებში „საბურთალოს“ მაისურით სანდრომ ეროვნული ლიგის 143 მატჩი ითამაშა და 5 გოლი შეაგდო. „საბურთალოს“ რიგებში 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. კლუბთან ერთად გახდა ასევე საქართველოს თასისა[1] და სუპერთასის მფლობელი.
შემდეგ იყო ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და ეროვნულ ლიგაში გამორჩეული საყრდენი ნახევარმცველი.
პირველად ბათუმის „დინამოს“ მაისურით 2021 წლის 27 თებერვალს ეროვნული ლიგის პირველივე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ბათუმელები ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდნენ, რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართა და მათივე გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.
ბათუმელთა რიგებში 2021–2023 წლებში მან ეროვნული ლიგის 82 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში 2021 წელს ქვეყნის ჩემპიონის წოდება, ხოლო 2022 წელს საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.
2023 წლის ივნისში სანდრო ალთუნაშვილი ოფიციალურად „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი გახდა, ავსტრიულმა კლუბმა ალთუნაშვილს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.[2][3] მისი დებიუტი ავსტრიის ბუნდესლიგაში 9 აგვისტოს, მეორე ტურის გასვლით შეხვედრაში, „ვიორთეზი შტადიონზე“ (გერმ. Wörthersee Stadion) კლაგენფურტის „აუსტრიას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. სანდრომ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 63 წუთი ითამაშა. მატჩი ფრედ — 2–2 დასრულდა.[4]
2023 წლის 12 აგვისტოს სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე თამაში ჩაატარა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი თერთმეტ რჩეულ მოთამაშეს შორის პორტალმა Sofascore-მა დაასახელა. ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ საკუთარ სტადიონზე ლუშტენაუს „აუსტრია“ მიიღო, მატჩი ფრედ — 1–1 დასრულდა.[5] ქართველ ნახევარმცველს, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება — 7.8 ქულა დაუწერა.[6]
2024 წლის 4 ნოემბერს ავსტრიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ვოლფსბერგერმა“ შინ კლაგენფურტის „აუსტრია“ მიიღო და 4–0 მოუგო. „ვოლფსბერგერის“ სასტარტო შემადგენლობას სანდრო ალთუნაშვილი დაუბრუნდა, 26 წლის ნახევარმცველს „რაინდორფ ალტახთან“ მიღებული დაზიანების გამო 2 მატჩის გამოტოვება მოუწია. ალთუნაშვილმა ამ მატჩში ორი საკვანძო გადაცემა შეასრულა, თუმცა ერთ შემთხვევაში თამაშგარე დაფიქსირდა, 69-ე წუთზე კი შეტევა გოლით დასრულდა.[7][8]
2024 წლის 3 მარტს ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და 4–0 მოუგო. ქართველმა ფეხბურთელებმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს თამაში. მე-2 წუთზე კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, ალთუნაშვილი კი მთავარმა მსაჯმა 55-ე წუთზე გააფრთხილა. ალთუნაშვილმა მატჩი შეუცვლელად ითამაშა.[9][10]
იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2021 წლის 5 სექტემბერს, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში შედგა. სანდრომ მატჩის 69-ე წუთზე გიორგი აბურჯანია შეცვალა. შეხვედრა ბადახოსის „ესტადიო ნუევო ვივეროზე“ (ესპ. Estadio Nuevo Vivero) გაიმართა და ესპანელთა გამარჯვებით 4–0 დასრულდა.[11]
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2021 | 2 | 0 |
2023 | 6 | 0 | |
ჯამში | 8 | 0 |
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 05.09.2021 | ბადახოსი | ესპანეთი | 4–0 | საქართველო | მსოფ. შეს. | 69' | [12] | |
2 | 08.09.2021 | სოფია | ბულგარეთი | 4–1 | საქართველო | ამხანაგური | 59' | [13] | |
3 | 12.10.2023 | თბილისი | საქართველო | 8–0 | ტაილანდი | ამხანაგური | 46' | [14] | |
4 | 19.11.2023 | ვალიადოლიდი | ესპანეთი | 3–1 | საქართველო | ევრ. შეს. | 90' | [15] | |
5 | 09.06.2024 | პოდგორიცა | მონტენეგრო | 1–3 | საქართველო | ამხანაგური | 80' | [16] | |
6 | 18.06.2024 | დორტმუნდი | თურქეთი | 3–1 | საქართველო | ევრო 2024 | 89' | [17][18] | |
7 | 30.06.2024 | კელნი | ესპანეთი | 4–1 | საქართველო | ევრო 2024 | 41' | [19] | |
8 | 10.09.2024 | ტირანა | ალბანეთი | 0–1 | საქართველო | ერთა ლიგა | 90+3' | [20] |
თემატური საიტები |
---|
AFS · Eurosport · Soccerway · Transfermarkt · UEFA.com |
ვიდეო |
---|
Geo Scout · europop · FC Iberia |
მედია |
---|
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge |
|