საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, 2011 წლის მაისში — საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული, საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციებს ძირთადად მიტინგის სახე ჰქონდათ და მიმდინარეობდა 21 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მის დარბევამდე. 26 მაისის აქციის დაშლისას დაიღუპა 2 ადამიანი.[1]
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაემიჯნა, ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად კოორდინირებული მოქმედებებისკენ მოუწოდა დანარჩენებს. მათ შორის იყვნენ: დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო, ეროვნული ფორუმი. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიამ. საარჩევნო ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის“ განცხადებით, არჩევნების ბოიკოტირებამ „ნიჰილიზმი“ გააღვივა ამომრჩევლებში, რამაც განაპირობა მათი პასიურობა.[2]
არჩევნების შემდეგ, რომელშიც უმრავლესობით ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, აქტიური კონსულტაციები გაიმართა ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის მაშინდელმა ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა და მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციური ძალებს "გაერთიანებისკენ“ მოუწოდეს.[3][4] მეორე მხრივ, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის მიერ სექტემბერში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ე. წ. „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ ფორმირება დაიწყო[5], როგორც „საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანოსი“, რომლის მიზნადაც არსებული ხელისუფლების შეცვლა დასახეს ვადამდელი დემოკრატიული და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გზით. ამ იდეას აქტიურად დაუჭირა მხარი დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. საინიციატივო ჯგუფმა „სახალხო კრების“ თარიღად 25 ნოემბერი დაასახელა.[6] იმავდროულად, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით გრძელდებოდა კონსულტაციები ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესაქმნელად [7], რომლის შედეგადაც ოქტომბერში დაფუძნდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება ქართული პარტია.[8]
2010 წლის ნოემბერში, „სახალხო კრებას“ შეუერთდნენ: ბლოკი „ეროვნული საბჭო“, ეროვნული ფორუმი და ქალთა პარტია.[9]
|accessdate=
-ში (დახმარება); |publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება); |publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება); |publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება); |publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული]
|accessdate=
-ში (დახმარება); |publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული]
|accessdate=
-ში (დახმარება); |publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება); |publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული]
|accessdate=
-ში (დახმარება); |publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)