სარა-სარა | |
---|---|
სარა-სარა | |
კოორდინატები: 15°19′46″ ს. გ. 73°26′41″ დ. გ. / 15.32944° ს. გ. 73.44472° დ. გ. | |
ქვეყანა | პერუ |
სიმაღლე | 5505 მ |
სარა-სარა (ესპ. Sara Sara) — ვულკანი პერუში, ზღვის დონიდან 5 505 მეტრზე, პარინაკუჩის ტბასა და მდინარე ოკონიას შორის. მდებარეობს პარინაკოჩასისა და პაუკარ-დელ-სარა-სარას პროვინციების ტერიტორიაზე.[1]
1583 წელს ესპანელი მღვდელი კრისტობალ დე ალბორნოსი აღნიშნავდა, რომ სარა-სარა ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი იყო მთელ სამხრეთ პერუში, რომლის მსახურადაც ინკების იმპერატორს 2 000 კოლონისტი ჰყავდა გაგზავნილი. 1983 წელს ამერიკელმა არქეოლოგმა იოჰან რაინარდმა გამოიკვლია მწვერვალზე არსებული ძეგლები, 1996 წელს კი პერუელმა არქეოლოგმა ხოსე ანტონიო ჩავესმა თავის ჯგუფთან ერთად მწვერვალზე დიდი რაოდენობით ქანდაკებები და მდედრობითი სქესის ინკების მუმიები აღმოაჩინა. მათი ექსპედიცია ინტერნეტით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.[2] აღმოჩენილი მასალები ამჟამად არეკიპის მუზეუმში ინახება.
|