„სატანისტური წერილები“ | |
---|---|
| |
ავტორი | პიტერ ჰოვარდ გილმორი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
თემა | სხვადასხვა |
გამომცემელი | Scapegoat, Underworld Amusements |
გამოცემის თარიღი | 2007 |
მედია | მაგარი ყდა, რბილი ყდა |
გვერდი | 302 |
ISBN | 0976403595 |
სატანისტური წერილები — სატანის ეკლესიის ამჟამინდელი მღვდელმთავრის, პიტერ ჰ. გილმორის წიგნი, რომელიც გამოიცა 2007 წლის 30 აპრილს, Scapegoat Publishing-ის მიერ[1]. წიგნი არის ესეებისა და რიტუალების კრებული და შეიცავს ბლანშ ბარტონის წინასიტყვაობას და პეგი ნადრამიას მიძღვნას[2]. წიგნი ითარგმნა ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, პორტუგალიურ და ესტონურ ენებზე.
2017 წლის ვალპურგის ღამით Underworld Amusements-მა გამოსცა წიგნის ახალი, მეათე საიუბილეო გამოცემა და წიგნის გამოცემის უფლება მოიპოვა Scapegoat-ისგან. ახალ გამოცემაში შეტანილია გილმორის სიტყვა სატანის ეკლესიის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ დახურულ ღონისძიებაზე.