„საუბრები მეგობრებთან“ | |
---|---|
ავტორი | სალი რუნი |
ენა | ინგლისური ენა |
გამოცემის თარიღი | 2017 |
„საუბრები მეგობრებთან“ — ირლანდიელი მწერალ სალი რუნის 2017 წლის სადებიუტო რომანი. ეხება ორ ახალგაზრდა ქალს, რომლებიც დუბლინის ლიტერატურულ სცენაზე ხანდაზმულ წყვილთან შედიან ურთიერთობაში. რომანი გამოსცა Faber and Faber-მა და დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება. ამავე სახელწოდების სატელევიზიო ადაპტაცია გამოვიდა 2022 წელს.
წიგნის წერა დაასრულა მაშინ, როდესაც ამთავრებდა ამერიკული ლიტერატურის სამაგისტრო საფეხურს.[1] რომანი გამოქვეყნდა 2017 წლის ივნისში Faber and Faber-ის მიერ.[1] 2018 წელს ნომინირებული იყო დილან თომას პრიზზე,[2] ხოლო 2018 წელს ფოლიოს პრემიაზე.[3]
დუბლინში კოლეჯის სტუდენტებს ფრენსისს (მთხრობელს) და მის საუკეთესო მეგობარსა და ყოფილ შეყვარებულს ბობის შენიშნავს მელისა, ესეისტი და ფოტოგრაფი. მელისა მათ სახლში ეპატიჟება, სადაც ხვდებიან მის მეუღლეს, ნიკს. ოთხივეს ცხოვრება სულ უფრო იხლართება, რადგან ფრენსისი რომანს იწყებს ნიკთან, ბობი და მელისა კი ერთმანეთს უახლოვდებიან.