საჩეჩელა სოკოები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Clavulinopsis corallinorosacea | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Clavariaceae | ||||||||||||
|
საჩეჩელა სოკოები (ლათ. Clavariaceae) — ბაზიდიუმიანი სოკოების ოჯახი. მათი ნაყოფსხეული ხორცოვანი, მარჯნისებრ დატოტვილი, იშვიათად ქინძისთავისებრი ან მახათისებრია, ფერად — მეტწილად მოთეთრო ან მოყვითალო, დაფარულია სპორებიანი შრიოთ, სპორები გლუვია, უფერული ან ღია ყვითელი. ოჯახში თავმოყრილია 25-მდე გვარის 500-მდე სახეობა. იზრდებიან ტყეში მიწაზე, ან იშვიათად დამპალ მერქანზე. ზოგიერთი მათგანი საჭმელი სოკოა.