ქალაქი | |
---|---|
სელიმე Selime | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მუნიციპალიტეტი | აქსარაის პროვინცია |
შიდა დაყოფა | გუზელიურთის რაიონი |
კოორდინატები | 38°18′00″ ჩ. გ. 34°16′00″ ა. გ. / 38.30000° ჩ. გ. 34.26667° ა. გ. |
ადრეული სახელები | სალამისი |
ცენტრის სიმაღლე | 980 მ |
მოსახლეობა | 1 796 კაცი (2021) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 0382 |
საფოსტო ინდექსი | 68470 |
საავტომობილო კოდი | 68 |
ოფიციალური საიტი | http://selime.bel.tr/ |
სელიმე (თურქ. Selime), აქამდე ცნობილი, როგორც სალამისი (ძვ. ბერძნ. Σαλαμίς) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი თურქეთში, აქსარაის პროვინციის გუზელიურთის რაიონში.[1] 2021 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1 796 ადამიანს.[2]
სელიმეს გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ რომაელებისგან გაქცეული ქრისტიანები, როდესაც რომში ქრისტიანობა მიიღეს, აქ აშენდა ეკლესიები და ტაძრები.
ქალაქთან ბორცვზე არის საბრძოლო ციხე. ამ ციხესიმაგრეში ბიზანტიელები სელჩუკთა დინასტიის წარმომადგენელს ალი ფაშას ებრძოდნენ. ალი ფაშა ამ ბროძლაში დაიღუპა. მისთვის აშენდა სელიმეს საფლავი. ვინაიდან ეს ადგილი მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ოსმალეთის მმართველობის ქვეშ, ოსმალებმა 1524 წელს აქ ააშენეს სინან-ბეის მეჩეთი.
სელიმე 1992 წლის 1 ივლისს გახდა მუნიციპალიტეტი.[3]