სენტ-ჯეიმზის კლუბი (ინგლ. St James's Club) — ლონდონის ჯენტლმენთა კლუბი 1857-1978 წლებში.
კლუბი 1857 წელს დააარსა ლიბერალმა სახელმწიფო მოღვაწემ ჰერცოგმა გრანვილმა და მარჩეზ დ'აძეგლიომ, სენტ-ჯეიმზის კარზე სარდინიის მინისტრმა, მოგზაურთა კლუბში უთანხმოების შემდეგ. დიპლომატიური კორპუსის წევრთა უმრავლესობა მოგზაურთა კლუბიდან წამოვიდა და სენტ-ჯეიმზის კლუბის წევრი გახდა. კლუბის წევრების უმეტეს ნაწილს დიპლომატები და მწერლები შეადგენდნენ. მალე აქ დაიდო ბინა დილეტანტის საზოგადოებამ.
სახელს "სენტ-ჯეიმზის კლუბი" ადრე მოგზაურთა კლუბიც იყენებდა. ფოტოგრაფიის პიონერის უილიამ ფოქს ტალბოტის 1825 წელს კლუბის წევრად არჩევისას #106 პალ-მალზე, ლონდონი, კლუბის ეს სახელი ერქვა. ბრიტანეთის ენციკლოპედიის სტატიის თანახმად 1902 წელს კლუბი ლონდონის ჯენტლმენთა კლუბთა შორის ყველა მცირე იყო წევრთა რაოდენობის მიხედვით და ის 475-ს შეადგენდა.