სერგეი მელგუნოვი

სერგეი პეტრეს ძე მელგუნოვი (რუს. Сергей Петрович Мельгунов) (დ. 6 იანვარი, 1880 [ძვ. სტ. 25 დეკემბერი, 1879] , მოსკოვი — გ. 26 მაისი, 1956, პარიზის მახლობლად) — რუსი ისტორიკოსი, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი, ცნობილი გახდა, როგორც საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგე და მისი რამდენიმე ნაშრომით რუსეთის 1917 წლის რევოლუციაზე და რუსეთის სამოქალაქო ომზე.

მელგუნოვი დაიბადა მოსკოვში არისტოკრატიულ ოჯახში, მისი დედა იყო პოლონური წარმოშობის, გვარად გრუშეცკა. 1904 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და შეუდგა პოლიტიკურ და სამეცნიერო კარიერას მეფის რუსეთში. გახდა რუსეთის კონსტიტუციურ–დემოკრატიული (კადეტთა) პარტიის წევრი, ხოლო 1907 წელს რუსეთის სახალხო სოციალისტურ პარტიაში გადაინაცვლა.

1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გახდა ლენინის ხელისუფლების აქტიური ოპონენტი და გაწევრიანდა რუსეთის აღორძინების ანტი–საბჭოთა კავშირში. 1919 წელს დააპატიმრეს და მიუსაჯეს სიკვდილი. მოგვიანებით სასჯელი შეეცვალა პატიმრობით. 1921 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან და 1922 წელს წავიდა ემიგრაციაში. საბოლოოდ დასახლდა პარიზში, სადაც განაგრძობდა თავის კვლევებს და გამოსცა რამდენიმე ემიგრანტული ჟურნალი. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია "წითელი ტერორი რუსეთში" (რუს. Красный террор в России), რომელიც გამოიცა 1924 წელს.


  • Емельянов Ю. Н. С. П. Мельгунов: в России и эмиграции. — Москва: Едиториал УРСС, 1998. — 350 с. ISBN 5-901006-13-5
  • Емельянов Ю. Н. Биобиблиография трудов С. П. Мельгунова // История и историки. 2002: Историографический вестник. — М., 2002. — С.194 — 222; История и историки. 2003: Историографический вестник. — М., 2003. — С.340 — 355.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.