სვეტლანა ბურლაკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 ივნისი, 1969 (55 წლის) |
დაბ. ადგილი | ივანოვო |
მოქალაქეობა | რუსეთი |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, mind gamer და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
სვეტლანა ბურლაკი (რუს. Светла́на Анато́льевна Бурла́к, დ. 12 ივნისი, 1969) — რუსი ლინგვისტი, ტოქარული ენების სპეციალისტი და ავტორი რიგი ზოგადი შრომებისა კომპარატივისტიკისა და ადამიანური ენის წარმოშობის შესახებ.
სვეტლანა ბურლაკი არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2013), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი 2015 წლის 22 დეკემბრიდან.
1991 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიური ფაკულტეტის სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის განყოფილება და დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე „პრატოქარული ენის ფონოლოგიური სისტემის რეკონსტრუქციისათვის“. სამეცნიერო ხელმძღვანელი ს. სტაროსტინი.
1995 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სერგეი სტაროსტინის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია „ტოქარული ენების ისტორიული ფოენტიკა“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
2013 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ევოლუციური მექანიზმები და ადამიანური ენის ფორმირების ეტაპები“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
2015 წლის დეკემბრიდან სვეტლანა ბურლაკი არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი.