სიბერუტის ეროვნული პარკი
Taman Nasional Siberut | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული სიბერუტი |
კოორდინატები | 1°22′ ს. გ. 98°56′ ა. გ. / 1.367° ს. გ. 98.933° ა. გ. |
ფართობი | 1 905კმ² |
დაარსდა | 1992 |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
სიბერუტის ეროვნული პარკი (ინდონ. Taman Nasional Siberut) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს მენტავაის კუნძულებში შემავალ კუნძულ სიბერუტზე, დასავლეთ სუმატრის პროვინციაში. ფართობი 1 905 კმ². მთლიანი კუნძული და მათ შორის ეროვნული პარკიც წარმოადგენს მსოფლიოს ბიოსფერულ ნაკრძალთა ქსელის ნაწილს.[1]
პარკის აღსანიშნავი ასპექტებია ენდემური ფლორა, ფაუნა და ადგილობრივი მაცხოვრებლები — მენტავაის ხალხი, რომელიც დღემდე ნადირობა–შემგროვებლობის ტრადიციებს მისდევს. მენტავაის კუნძულები სუმატრას 500 000 წლის წინ გამოეყო და შედეგად, ჩამოყალიბდა უნიკალური ეკოსისტემები.
|