სიდჰართ შუკლა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 დეკემბერი, 1980 მუმბაი, მაჰარაშტრა, ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი |
2 სექტემბერი, 2021 (40 წლის) მუმბაი, ინდოეთი |
ეროვნება | ინდოელი |
პროფესია | მსახიობი, მოდელი |
აქტიური | 2008–2021 |
სიმაღლე | 188 სმ |
წონა | 81 კგ |
პარტნიორ(ებ)ი | დრაშტი დჰამი (2015), რაშამი დესაი |
მშობლები |
მამა: აშოკ შუკლა დედა: რიტა შუკლა |
სიდჰართ შუკლა (დ. 12 დეკემბერი, 1980) — ინდოელი მსახიობი და მოდელი. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 2008 წელს Sony Tv-ის სატელევიზიო შოუში „Babul Ka Aangann Chootey Na“, რომლითაც მოიპოვა პოპულარობა. შუკლამ ასევე მონაწილეობა მიიღო „Star One“-ის სერიალ „Jaane Pehchaane Se Ye Ajnabbi“-ს და „Star Plus“-ის ხანმოკლე სერიალ „Love U Zindagi“-ში.
2013 წელს, მონაწილეობა მიიღო ცეკვის რეალით შოუს „Jhalak Dikhhla Jaa“-ის მეექვსე სეზონში.[1] შუკლა ყველაზე ცნობილია თავისი როლით შივრაჯ ალოკ შეკარით, „Colors tv“-ის სატელევიზიო დრამატულ სერიალ „Balika Vadhu“-ში. 2014 წელს შედგა მისი დებიუტი დიდ ეკრანზე, რომანტიკულ კომედიაში „Humpty Sharma Ki Dulhania“-ში, შაშანკ კჰათიას როლით.[2] 2016 წელს ის იყო რეალითი სათამაშო შოუს „Mtv Ke Khiladi“ მე-7 სეზონის კონკურსანტი, რომელშიც გაიმარჯვა 2016 წლის 3 აპრილს.
შუკლა დაიბადა მუმბაიში, ინდოეთში. მისი მამა იყო ბანკში მომუშავე ინჟინერი აშოქ შუკლა და დედა კირიტა შუკლა. მას ჰყავს ორი უფროსი და. შუკლა სწავლობდა სანტ ხავიერის უმაღლეს სასწავლებელში, ფორტში (მუმბაი) და შემდეგ სწავლა განაგრძო ინტერიერის დიზაინის რაშანა სანსადურის სკოლაში, მუმბაიში.
გარდაიცვალა 2021 წლის 2 სექტემბერს, 40 წლის ასაკში, გულის შეტევის შედეგად.[3][4]
|access-date=
და |archive-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |archive-date=
-ში (დახმარება)