სიერა-ვიკუნია-მაკენა | |
---|---|
სიერა-ვიკუნია-მაკენა | |
კოორდინატები: 24°30′ ს. გ. 69°00′ დ. გ. / 24.500° ს. გ. 69.000° დ. გ. | |
ქვეყანა | ჩილე |
სიმაღლე | 3114 მ |
სიერა-ვიკუნია-მაკენა (ესპ. Sierra Vicuña Mackenna) — ჩილეს სანაპირო ქედის უმაღლესი სექცია; მდებარეობს ჩრდილოეთ ჩილეში, პამპა-დელ-ტამარგუელის ვაკის დასავლეთით. მისი უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მეტრს აჭარბებს.[1] გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, დაახლოებით 170 კმ მანძილზე, ანდების პარალელურად. ქედის აღმოსავლეთით მდებარეობს ატაკამის უდაბნოს ყველაზე მშრალი ნაწილი.
ქედს სახელი ეწოდა ჩილელი მწერლის, ბენხამინ ვიკუნია მაკენას პატივსაცემად.