სიერას-დე-კორდობა | |
---|---|
კოორდინატები: 31°30′ ს. გ. 65°00′ დ. გ. / 31.500° ს. გ. 65.000° დ. გ. | |
ქვეყანა | არგენტინა |
ტერიტორიული ერთეული | კორდობის პროვინცია, სან-ლუისის პროვინცია |
უმაღლესი წერტილი | ჩამპაკი (2770–2790 მ) |
სიგრძე | ≈500 კმ |
სიერას-დე-კორდობა (ესპ. Sierras de Córdoba) – მთები არგენტინაში, პამპის სიერების შემადგენლობაში. სიგრძე დაახლ. 500 კმ. შედგება 3 მერიდიანული მთაგრეხილისგან, რომელთა სიმაღლე 1000–2200 მ-ია. უმაღლესი წერტილია მთა ჩამპაკი (2770–2790 მ[1][2]). ერთმანეთისგან გამოყოფილია გრძივი ღრმულებით. ძირითადად აგებულია კრისტალური და მეტამორფული ქანებით. მოიპოვება ბერილიუმი და ვოლფრამი. 1500–1700 მეტრ სიმაღლემდე დაფარულია ბუჩქნარითა და კაქტუსით, უფრო მაღლა ბუჩქნარიანი სტეპით. მდინარეების სათავეებში აგებულია ჰიდროელექტროსადგურები. განვითარებულია ტურიზმი, არის სამთო-კლიმატური კურორტები.[3]