სიუმერი (ფინდიქლის რაიონი)

სოფელი
არილი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია რიზეს პროვინცია
რაიონი ფინდიქლის რაიონი
კოორდინატები 41°17′13″ ჩ. გ. 41°13′23″ ა. გ. / 41.28694° ჩ. გ. 41.22306° ა. გ. / 41.28694; 41.22306
ადრეული სახელები სუმლე
საფოსტო ინდექსი 53700
სიუმერი (ფინდიქლის რაიონი) — თურქეთი
სიუმერი (ფინდიქლის რაიონი)

არილი (თურქ. Sümer) — სოფელი ფინდიქლის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 69 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ ფინდიქლიდან 9 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 838 ადამიანი ცხოვრობს.[2]

ძველი სახელია სუმლე. კულტურის ისტორიკოსი ნიკო მარი წერს, რომ მდინარე აბუს მარჯვენა შენაკადზე, ზღვიდან ზევით, პირველი სოფელი სუმლე იყო.[3] ეს დასახლება 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულსა და 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ასევე სუმლედ/სუმლე (سوملە) იხსენიება.[4][5]

სუმლე მდებარეობს ანტიკური ეპოქის კოლხეთის სამეფოს საზღვრებში. ოსმალებმა ეს რეგიონი დაიპყრეს 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ. ოსმალურმა ადმინისტრაციამ სუმლე 1583 წელს ორი ტიმარის წილის მქონე სოფლად დაარეგისტრირა. XVII საუკუნის ბოლო მეოთხედში (1681/1682) კი, იგი უკვე ხუთი უბნის მქონე სოფელი იყო.[6]

ტრაპიზონის ეიალეთის საზღვრებში მყოფი სუმლე 1867 წელს ახლად დაარსებული ტრაპიზონის პროვინციის ლაზეთის სანჯაყის სოფელი გახდა. 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში იგი მოხსენიებულია ამ სანჯაყის ხოფის რაიონის [[არჰავის თემის სოფლად. სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 157 ოჯახში მცხოვრები 358 ადამიანისგან. ოჯახზე საშუალოდ დაახლოებით 2.3 ადამიანის მოდენა მიუთითებს, რომ აღრიცხული იყო მხოლოდ მამრობითი სქესის მოსახლეობა. თუ მამაკაცების რაოდენობას დავუმატებთ ამდენივე ქალს, სუმლეს მოსახლეობა შეადგენდა 716 ადამიანს. სუმლეში, რომელიც სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული, დაფიქსირდა 84 ცხვარი და თხა, 2 ცხენი და 3 ფაშატი, 450 ძროხა და 4 ხარი.[7]

სუმლე 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში რიზეს პროვინციის ხოფის რაიონის ვიჩეს თემს ეკუთვნოდა.[5] 1935 წლის საყოველთაო აღწერაში „სუმლე“-დ დაწერილი სოფელი რიზესა და არტვინის პროვინციების ნაცვლად შექმნილი ჩორუხის პროვინციის ხოფის რაიონის ვიჩეს თემის ერთ-ერთი სოფელი იყო და მისი მოსახლეობა 1394 ადამიანს შეადგენდა.[8] მიუხედავად იმისა, რომ სუმლე 1940 წლის საყოველთაო აღწერაშიც „სუმლე“-დ იხსენიება, 1950 წლის საყოველთაო აღწერაში უკვე „სიუმერი“-ად არის რეგისტრირებული. ჩანს, ამ ორ თარიღს შორის პერიოდში სოფლის სახელი შეიცვალა სიუმერიად. სოფელი 1940 წელს ჩორუხის პროვინციის ხოფის რაიონის ვიჩეს თემს, ხოლო 1950 წელს ჩორუხის პროვინციის ფინდიქლის რაიონის ცენტრალურ თემს ეკუთვნოდა.[9][10] სახელის შეცვლის მიუხედავად, სოფლის ძველი სახელი ახალთან ერთად „სიუმერი (სუმლე)“ ფორმით გარკვეული პერიოდი კვლავ გამოიყენებოდა ოფიციალურ ჩანაწერებში.[11]

  1. Sümer Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  2. Rize Fındıklı Sümer Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
  3. Nikolay Marr, Lazistan'a Yolculuk (Çeviri: Yulva Muhurcişi), İstanbul, 2016, s. 77, ISBN 9786055753634.
  4. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 368, ISBN 9789157871117.
  5. 5.0 5.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 622.
  6. Kenan Aydın, "Arhavi Kazasında İskân ve Nüfus (1583-1681/1682)" - Hacettepe Üniversitesi Türkiyat Araştırmaları Dergisi, 2021 Bahar (34), s. 208.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 Temmuz 2021.
  7. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 369, ISBN 9789157871117.
  8. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 342.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020.
  9. {cite web |url=https://www.sehirhafizasi.sakarya.edu.tr/wp-content/uploads/2018/05/1940-n%C3%BCfus-say%C3%ACm%C3%AC.pdf |title=1940 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1944, s. 169. |erişimtarihi=17 Mart 2022 |archiveurl=https://web.archive.org/web/20200218094740/https://www.sehirhafizasi.sakarya.edu.tr/wp-content/uploads/2018/05/1940-n%C3%BCfus-say%C3%ACm%C3%AC.pdf |archivedate=18 Şubat 2020 |ölüurl=hayır }}
  10. 1950 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1954, s. 137.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020.
  11. 1980 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1981.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 Şubat 2020.

c