სოანი — მდინარე პაკისტანში, პენჯაბის რეგიონში.
მდინარე სათავეს იღებს პოტჰოჰარის პლატოს მთისწინეთში. მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 250 კმ. ის არის მდ. ინდის მსხვილი შენაკადი. მდინარე იკვებება თოვლისა და ყინულების დნობის შედეგად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, აგრეთვე, მუსონურ წვიმებს. პრაქტიკულად არ გამოიყენება სარწყავად.