სოლ-დე-მანიანა (ესპ. Sol de Mañana) — გეოთერმული ველი ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის სურ-ლიპესის პროვინციაში. მისი ფართობი 10 კმ²-ია და მდებარეობს ზღვის დონიდან 4800-5000 მეტრზე.[1].
ტერიტორია ხასითდება ინტენსიური ვულკანური აქტივობებით და გოგირდოვანი ნაკადულებით. მრავლადაა გეიზერი, ტალახოვანი ტბები და გუბეები. კრატერებში შესაძლებელია მდუღარე ლავის ხილვა, საიდანაც 10-15 მეტრის სიმაღლეზე ამოიტყორცნება წყალნარევი ორთქლი. ამჟამად აქ არსებული მოვლენები მიმდინარეობდა დედამიწის ფორმაციისას.