სოლფოთლოვანები

სოლფოთლოვანები

სოლფოთლოვანები — გადაშენებულ დამუხლულღეროიან მცენარეთა რიგი. როგორც ჩანს, ლიანები ყოფილან, რადგან გრძელი, ძალიან წვრილი გამერქნებული ღერო ჰქონიათ (ზოგიერთ ფორმას ქაცვებიც). თითოეულ მუხლში 6-12 სოლისებრი ფოთოლი რგოლურად ყოფილა განლაგებული. ცხოვრობდნენ გვიანდელი დევონურიდან ადრინდელ ტრიასულ პერიოდამდე.