სომატური მარკერების ჰიპოთეზა (ინგლ. somatic marker hypothesis) — ანტონიო დამასიოს და მასთან დაკავშირებული მკვლევარების მიერ შემუშავებული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ემოციური პროცესები წარმართავს ქცევას, განსაკუთრებით, გადაწყვეტილების მიღებას ან გავლენას ახდენს მასზე.[1][2]
„სომატური მარკერები“ წარმოადგენენ ისეთ გრძნობებს, რომლებიც ასოცირებული არიან ემოციებთან, როგორიცაა გულის აჩქარება შფოთის, გულისრევის და ზიზღის შეგრძნების თანაობისას.