წარმოადგენს აზერბაიჯანში მცხოვრებ სომხებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ როგორ აზერბაიჯანის თანამედროვე სახელმწიფოში, ასევე ცხოვრობდნენ მის წინამორბედშიც, როგორიც იყო აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საბჭოთა მონაცემების თანახმად, 1988 წელს მთიანი ყარაბაღის ომის დაწყებამდე საბჭოთა აზერბაიჯანში დაახლოებით 500 000 სომეხი ცხოვრობდა.[1][2] სომეხ აზერბაიჯანელთა უმეტესი ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა რესპუბლიკა, ისევე როგორც სომხეთში ანალოგიურად მოუწიათ აზერბაიჯანელებს მოქცევა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო. დღეს აზერბაიჯანში სომეხთა ძირითადი ნაწილი ცხოვრობს მთიანი ყარაბაღის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (1999 წლის აზერბაიჯანის ოფიციალური მონაცემებით აქ 120 700 სომეხი ცხოვრობდა)[3][4],
არაოფიციალური წყაროების მიხედვით, მთიანი ყარაბაღის გარდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების რიცხვი დაახლოებით 2 000 –დან 3000 –მდე მერყეობს და თითქმის მოიცავს აზერბაიჯანელებზე დაქორწინებულ სომხებს ან სომხურ-აზერბაიჯანული წარმოშობის პირებს.[5] სომეხთა რაოდენობა, რომლებიც, სავარაუდოდ, არ არიან დაქორწინებულნი აზერბაიჯანელებზე და არც სომხურ-აზერბაიჯანული წარმომავლობა აქვთ, მათი რაოდენობა დაახლოებით 645-ს შეადგენს (36 კაცია, ხოლო 609 კი ქალი) ამათგან ნახევარზე მეტი ცხოვრობს ბაქოში, დანარჩენები აზერბაიჯანის სოფლებში. ისინი, სავარაუდოდ, მოხუცები არიან და არ ჰყავთ ოჯახის სხვა წევრები. [5][6][7] აზერბაიჯანში მცხოვრებ სომხებს დიდი საფრთხე ემუქრებათ, მანამ სანამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარდება.[8][9][10][11][12]დღესდღეობით სომხური ეკლესიები დახურულია, სომხების ემიგრაციისა და აზერბაიჯანული თავდასხმების შიშის გამო.[13]
აზერბაიჯანში მცხოვრებმა სომხებმა პრაქტიკულად შეცვალეს თავიანთი სომხური გვარები და სახელები აზერბაიჯანულ სახელებად და გვარებად, რადგან მათ უწევთ შევიწროების და ფიზიკური შეტევების თავიდან აცილება. სომხებმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ ისინი შევიწროვებულნი არიან, რომ მათი უფელბები ირღვევა და უწევთ თავიანთი წარმომავლობის დამალვა.[14] 1993 წლის შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახურის ანგარიშის თანახმად: [15] ნათელია, რომ სომხები არიან ძალადობის მსხვერპლნი საზოგადოებრივი ძალების მხრიდან და რომ აზერბაიჯანის მთავრობას არ შეუძლია ან ზოგიერთ შემთხვევაში არ სურს გააკონტროლოს ეს ძალადობა და დისკრიმინაციული ქმედებები. სანამ სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტი ყარაბაღის გამო არ შეწყდება, სავარაუდოდ აზერბაიჯანის სომეხ მოსახლეობას ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიები არ ექნება.
↑Memorandum from the Lawyers Committee for Human Rights to John D. Evans, Resource Information Center, 13 June 1993.
↑"Implementation of the Helsinki Accords: Human Rights and Democratization in the Newly Independent States of the former Soviet Union" (Washington, DC: U.S. Congress, Commission on Security and Cooperation in Europe, January 1993), p. 118.
↑Razmik Panossian. The Armenians. Columbia University Press, 2006; p. 281
↑Mario Apostolov. The Christian-Muslim Frontier. Routledge, 2004; p. 67
↑Bureau of Democracy, Human Rights, and Labor. Country Reports on Human Rights Practices. 2001
↑Barbara Larkin. International Religious Freedom (2000): Report to Congress by the Department of State. DIANE Publishing, 2001; p. 256
↑United States Department of State, Country Reports on Human Rights Practices for 1992 (Washington: U.S. Government Printing Office, February 1993), p. 708
↑"Implementation of the Helsinki Accords: Human Rights and Democratization in the Newly Independent States of the former Soviet Union" (Washington, DC: U.S. Congress, Commission on Security and Cooperation in Europe, January 1993), p. 118