1851[1] | 5.5% | ||
1886[2] | 28.3% | ||
1897[3] | 17.1% | ||
1926[4] | 20% | ||
1939[2] | 14.7% | ||
1959[2] | 17.2% | ||
1970[2] | 16.4% | ||
1979[2] | 14.1% | ||
1989[2] | 10.0% | ||
1999[5] | 0% | ||
2009[6] | 0% |
სომხური საზოგადოება ბაქოში ერთი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანად იყო გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ მათი თავდაპირველი აღწერის თარიღი უცნობია, ბაქოში სომეხი მოსახლეობის რაოდენობა შეიცვალა XIX საუკუნის პერიოდში, როდესაც ბაქო ნავთობის წარმოების მთავარ ცენტრად იქცა, რამაც იგი პერსპექტიულ ადგილად აქცია სხვა მეწარმეებისთვისა და ბიზნესმენებისთვის. მათი რიცხვი XX საუკუნეში საკმაოდ მაღალი იყო, მიუხედავად 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შედეგად არეულობისა. შემდგომში თითქმის ყველა სომეხი გაიქცა ქალაქიდან 1988 წლიდან 1990 წლის იანვრის ჩათვლით.[7] 1990 წლის იანვრის დასაწყისისათვის ბაქოში მხოლოდ 50 000 სომეხი იყო დარჩენილი, 1988 წელს მათი რიცხვი მეოთხედ მილიონს შეადგენდა. მათი უმეტესობა ქალაქში დარჩა საბჭოთა კავშირის დაშლის დაწყებამდე და მთიანი ყარაბაღის ომის ადრეულ ეტაპამდე.[8]
ერმანიკენდი[9](სომხ. Արմենիքենդ , აზერ. Ermənikənd სიტყვასიტყვით აზერბაიჯანულად ნიშნავს „სომხურ სოფელს“) - ეს იყო სომხური უბანი, რომელიც მდებარეობდა ბაქოში ნასიმის რაიონში, სადაც ცხოვრობდა მრავალი სომეხი.[9] დასახლება 1920-იან წლებში განვითარდა ბაქოს იშვიათად დასახლებულ უბნებში, ეს მოიცავდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ადრეულ ექსპერიმენტს დიდი საქალაქო ტერიტორიის ინტეგრირებულ განვითარებასთან დაკავშირებით.[10]
სოფელი ერმანიკენდი ბაქოში 1918 წლის ჩათვლით არსებობდა, სანამ 15 000 სომეხი არ დაიღუპა სექტემბრის დღეების პერიოდში.[11] სოფლის რეკონსტრუქცია და განახლება მოგვიანებით დაიწყო, როდესაც ბაქო კიდევ უფრო გაფართოვდა და როდესაც აზერბაიჯანმა ხანმოკლე პერიოდით დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამის შემდეგ კი ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკად, 1918-1920 წლებში, რუსეთის დაშლის შემდგომ, რეგიონში საბჭოთა კავშირი შემოიჭრა და აზერბაიჯანი 1920 წელს ჩამოყალიბდა როგორც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ყოფილი გარეუბანი ერმენიკენდი გადაკეთდა ქალაქად.[12] რამდენიმე ცნობილი არქიტექტორი მუშაობდა სოფელ ერმანიკენდის განახლებაში.[13] ამის შემდეგ, ერმენიკენდი გადაიქცა ნავთობმუშაკების საცხოვრებელ ადგილად. საბჭოთა არქიტექტორები სამოილოვი და ივანიცკი ხელმძღვანელობდნენ რეგიონის არქიტექტურას 1920-1930-იან წლებში.[14] ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა 3-4 სართულიანი ნაგებობები საბჭოთა სოციალისტური არქიტექტურის სტილში. რეგიონი ტრამვაის ხაზებით უკავშირდებოდა ბაქოს სანაპირო ნაწილს, ერმენიკენდი სწრაფადვე გახდა ქალაქ ბაქოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.[15] მრავალი სხვა ეროვნების ადამიანის ამ ტერიტორიაზე გადმოსახლების და სომეხი თემის ქალაქის სხვა რაიონებში გადანაწილებით, ოლქმა დაკარგა ეს მეტსახელი და თანდათანობით გაქრა.
1980-იან წლებამდე ბაქოში სომხები ძირითადად ცხოვრობდნენ ერმენიკენდის ტერიტორიაზე და რეგიონი სწორედ ამით იყო ცნობილი.[16][17]