სომხეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები

სომხეთ-ამერიკის შეერთებული შტატები
Map indicating locations of Armenia and USA

სომხეთი

აშშ

სომხეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები — მოიცავს სომხეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობას. 2006 წლის 27 მარტს სომხეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან, რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 29 სექტემბერს. იმ პირობით, თუ სომხეთის მთავრობა მიაღწევს პროგრესს ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკის შესრულების კრიტერიუმებზე (როგორებიცაა: კორუფცია, სამართლიანი მმართველობა და ინვესტიცია ხალხში), ხელშეკრულება ხუთი წლის განმავლობაში სომხეთს 235 მილიონ აშშ დოლარს შესთავაზებს. 2012-2013 წლებში შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა დაგეგმეს პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება, რომლის დროსაც სომეხი ჯარისკაცები გაიწვრთნენ თავიანთი სამშვიდობო ოპერაციებისთვის.[1]

ეკონომიკური ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს სომხეთმა ხელი მოაწერა სამ ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან, რამაც გავლენა მოახდინა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაზე. შეთანხმებები იქნა რატიფიცირებული სომხეთის პარლამენტის მიერ 1995 წლის სექტემბერში და ძალაში შევიდა 1996 წლის დასაწყისში. მასში შედის „შეთანხმება სავაჭრო ურთიერთობებზე“, „ინვესტიციის წახალისების შესახებ ხელშეკრულება“ და ხელშეკრულება „ინვესტიციების წახალისებასა და დაცვა“ (ზოგადად უწოდებენ, როგორც ორმხრივ ინვესტიციების ხელშეკრულებას, ან „BIT“-ს). სომხეთს არ აქვს ორმხრივი დაბეგვრის ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან. 1994 წლის კანონი „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ არეგულირებს ყველა პირდაპირ ინვესტიციას სომხეთში, მათ შორის შეერთებული შტატებიდანაც.

ამჟამად დაახლოებით 70 ამერიკული კომპანია ფლობს ბიზნესს სომხეთში, მათ შორის „Dell“-ი, „Microsoft“-ი და „IBM“-ი. ასევე ბიზნესს ფლობენ აშშ-ში დაფუძნებული ინფორმაციული ტექნოლოგიური ფირმების რამდენიმე შვილობილი კომპანიები, მათ შორის „Viasphere Technopark“-ი, „IT ინკუბატორი“, „Coca-Cola“-ს ჩამოსასხმელი ქარხანა, სამკაულების და ტექსტილის წარმოების საშუალებები, სპილენძისა და მოლიბდენის რამდენიმე სამთო და ჰოვნანიანის საერთაშორისო სამშენებლო კომპანიები.

სავაჭრო ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აშშ-მ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. შეერთებული შტატები ასევე მხარს უჭერს სომხეთს ყველა ისეთ მცდელობაში, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და აზერბაიჯანთან და თურქეთთან დახურული საზღვრების გახსნას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კეთილდღეობის განვითარებას. აშშ -ს აქვს მრავალი სავაჭრო ხელშეკრულება სომხეთთან, როგორიცაა ვაჭრობისა და ინვესტიციის ხელშეკრულება („TIFA“), სავაჭრო ურთიერთობათა შესახებ შეთანხმება, და ორმხრივი ინვესტიციის ხელშეკრულება („BAT“-ი). შტატები და სომხეთი ხშირად იწვევენ აშშ-სომხეთის ერთობლივ ეკონომიკურ ჯგუფს („USATF“-ს), რათა განიხილონ საერთო ეკონომიკური და სამთავრობო საკითხები.

100 წლის წინ სომხეთმა გაუძლო ორწლიან სასტიკ პერიოდს. ამ პერიოდმა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სომხების გენოციდი, გამოიწვია 1,5 მილიონზე მეტი ადამიანის დაიღუპვა ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში. შეერთებულმა შტატებმა გენოციდი ოფიციალურად არ აღიარა 2019 წლის 29 ოქტომბრამდე, მანამ სანამ აშშ-ს წარმომადგენელმა პალატამ 405-11 ხმა არ მისცა აღიარების სასარგებლოდ. [2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „U.S., Armenia to Hold Joint Military Drills“. Asbarez. 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2011-09-26.
  2. U.S. House recognizes Armenian genocide, backs Turkey sanctions. ციტირების თარიღი: October 29, 2019