სომხური დიასპორა კანადაში —წარმოადგენს სომხური წარმოშობის კანადის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის მუდმივი მკვიდრნი არიან. კანადაში 2016 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სომხური წარმოშობის მოსახლეები თითქმის 64 000-ს შეადგენს, ხოლო დამოუკიდებელი კვლევები, ადასტურებს სომხური წარმოშობის დაახლოებით 80 000 კანადელს, ყველაზე მაღალი შეფასებება კი 100 000-ს აღწევს. თუმცა ეს რაოდენობები მნიშვნელოვნად მცირეა, შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სომეხ საზოგადოებასთან შედარებით. აქ მცხოვრები სომეხი კანადელების უმეტესობა შუა აღმოსავლეთიდან (სირია, ლიბანი, ეგვიპტე) სომხების გენოციდის შედმდეგ გადარჩენილი და დევნილი სომხების შთამომავლები არიან. დღეს სომეხ კანადელთა უმრავლესობა ცხოვრობს მონრეალსა და ტორონტოში, სადაც მათ დაამკვიდრეს თავიანთი ეკლესიები, სკოლები და სათემო ცენტრები.
2016 წლის აღწერისას აღირიცხა 35 790 კანადელი, რომლებიც სომხურს მიიჩნევენ თავიანთ მშობლიურ ენად, მაგრამ მათგან მხოლოდ 21 510 კანადელი აცხადებდა, რომ სომხური იყო „ენა, რომელზედაც ხშირად საუბრობენ სახლში“.[2][3] უფრო ძველი 2006 წლის აღწერის თანახმად 21 480-მა კანადელმა აღნიშნა, რომ სომხური იყო „ენა, რომელზეც ყველაზე ხშირად საუბრობენ სახლში“, მათგან 4 915-ს ჰქონდა არაემიგრანტის სტატუსი, ხოლო 16 320 კი იყო ემიგრანტი.[4]
2006 წლის აღწერისას, 50 500 კანადელი სომეხიდან, 10 250-მა ინგლისურ ენაზე მიუთითა, რომ ის იყო მათი მშობლიური ენა, ხოლო 3 995 კი მიუთითა ფრანგული. მათგან დაახლოებით 2 045 სომეხი არ საუბრობს არც ინგლისურად და არც ფრანგულად.[5] სომხურად მოსაუბრეთა უმეტესობა მეტყველებს დასავლეთ სომხურ ენაზე, ხოლო დანარჩენი უმცირესობა აღმოსავლეთ სომხურზე.
კანადაში პირველი სომხური სკოლა დაარსდა 1919 წელს, სენტ-კატარინსში. პირველად 70-იან წლებში გაიხსნა მთავრობის მიერ დაფინანსებული სომხური სკოლები. [6] 2003 წლის მონაცემებით, კანადაში ფუნქციონირებს ექვსი სომხური სკოლა.[6]
კანადის უახლესი აღწერის თანახმად, რომელიც ჩატარდა 2016 წელს, კანადაში ცხოვრობდა სომხური წარმოშობის დაახლოებით 63 810 ადამიანი, [1] კანადელი სომეხთა რიცხვი 1996 წელს 37 500-ს აღწევდა, ამ პერიოდში სომეხთა რაოდენობა პირველად დაფიქსირდა კანადურ მოსახლეობის აღწერებში.[7] ორ ათწლეულში, 1996 წლიდან 2016 წლამდე, კანადელ სომეხთა რიცხვი 1,7-ჯერ გაიზარდა.
2006 წლის აღწერის მონაცემებით, მათი უმეტესი ნაწილი კანადის მოქალაქე იყო.[5] იმ დროისთვის კანადაში 50 500 სომეხიდან 30 055 ემიგრანტი ძირითადად დასავლეთ ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იყო,[5] 2006 წელს სომხეთში დაბადებული სომეხი კანადელების რაოდენობამ 2 195 ადამიანს შეადგენდა. [8] ეს რაოდენობა 2016 წლისთვის 4 165-ით გაიზარდა, რომელთა 72% 2001-დან 2016 წლამდე ემიგრაციაში წავიდა კანადაში საცხოვრებლად. [9]
არაოფიციალური მონაცემებით, კანადაში სომეხთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება აღწერის შედეგებს. 2003 წლის სომხური დიასპორის ენციკლოპედიის თანახმად კანადაში დაახლოებით 60 000-65 000 სომეხი ცხოვრობდა,[10] ხოლო 2001 წლის აღწერის შედეგად 40 505 ადამიანს რომელიმე წინაპარი მაინც ჰყავდა სომხური წარმოშობის.[11] სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ კანადაში 2009 წელს გამოაცხადა, რომ იმ დროისათვის კანადაში დაახლოებით 81 500 სომეხი ცხოვრობდა.[12] 2010-იანი წლების აღწერებში რაოდენობა მერყეობდა 80 000-დან 100 000-მდე. [13][14][15][16]
Chichekian, G., "Linguistic Assimilation and Cultural Completeness of Armenian Communities in Canada", The Armenian Review, 40 (3/159), 1987
Kaprielian I., "Reconstituting an Armenian Settlement in Canada", The Armenian Review, 44 (1/173), 1991
Ouzounian, N. (2003). "Կանադա [Canada]". In Ayvazyan, Hovhannes (ed.). Հայ Սփյուռք հանրագիտարան [Encyclopedia of the Armenian Diaspora] (in Armenian). Yerevan: Armenian Encyclopedia Publishing. pp. 331-342. ISBN 5-89700-020-4.