სომხური დიასპორა შუა აღმოსავლეთში — მოიცავს შუა აღმოსავლეთში მცხოვრებ სომხებს. ისინი ძირითადად ცხოვრობენ ირანში, ლიბანში, კვიპროსში, სირიაში, იორდანიასა და იერუსალიმში, თუმცა ასევე არიან ერაყში, ეგვიპტეში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
სომხური თემი ორი ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა წმინდა მიწაზე. 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომისა და ისრაელის სახელმწიფოს დამყარების შემდეგ, უამრავი სომეხი, რომლებიც ცხოვრობდნენ პალესტინის ბრიტანეთის მანდატით, მიიღეს ისრაელის მოქალაქეობა. ისრაელის მოქალაქეობის მიღების შემდგომ აქ ათასობით სომეხი ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად იერუსალიმში, თელ-ავივში, იაფასა და ხაიფაში არიან თავმოყრილნი. ისრაელისა და დასავლეთის სანაპიროზე სომხური თემების ჩათვლით, სომეხთა საერთო რაოდენობა რეგიონში შეიძლება სულ ხუთი ათასს ადამიანს შეადგენდეს.[1][2]
თურქეთში მცხოვრები სომხების რაოდენობა დაახლოებით 40 000-დან 70 000-მდე სომეხს შეადგენს (1995 წლის მონაცემების მიხედვით).[3][4] სომეხი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს სტამბოლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი უმეტესობა სომეხთა სამოციქულო სარწმუნოებას მიეკუთვნება, დანარჩენები კი კათოლიკეები და ევანგელისტები არიან.
ეგვიპტეში მცხოვრებ სომხებს გრძელი ისტორია აქვთ, მაგრამ თანამედროვე პერიოდში ეგვიპტეში სომეხთა რიცხვი მცირდება სხვა ქვეყნებში მიგრაციისა და სომხეთში დაბრუნების გამო. მათი უმეტესი ნაწილი დაახლოებით 6 000 ცხოვრობს კაიროსა და ალექსანდრიაში, ეგვიპტის ორ უმსხვილეს ქალაქში.[5]
საუკუნეების განმავლობაში სომხები ცხოვრობდნენ ლიბანის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული წელი არ ყოფილა აღწერილი სომხების რაოდენობა, დადგენილია, რომ ლიბანში დაახლოებით 150 000 სომეხი ცხოვრობს, ან მოსახლეობის დაახლოებით 4%.[6] ლიბანის სამოქალაქო ომამდე მათი რიცხვი უფრო მაღალი იყო, მაგრამ მათ მოუწიათ ემიგრაცია.
ბაჰრეინში სომხების საერთო რაოდენობა დაახლოებით 50-ს შეადგენს, რომლებიც ძირითადად დედაქალაქ მანამაში ცხოვრობენ. ისინი ჩამოვიდნენ ლიბანიდან და სირიიდან, რომლებიც მოიზიდა ამ ქვეყნის ეკონომიკურმა შესაძლებლობებმა. ბაჰრეინელი სომხები ძირითადად მართლმადიდებლები არიან.
ქუვეითში სომეხი მოსახლეობის პიკი 12 000-ს შეადგენდა,[7] მაგრამ ერაყის შემოსევების შედეგად, ქუვეითში მცხოვრები სომეხთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და შეადგენდა დაახლოებით 500-ს [7], ვინაიდან მათ დატოვეს ქვეყანა.
სირია და მისი მიმდებარე ტერიტორიები ხშირად თავშესაფარი იყო იმ სომეხებისთვის, რომლებიც გაურბოდნენ სომხურ გენოციდს. დადგენილია, რომ დღესდღეობით სირიაში სომეხთა რაოდენობა 100 000-ს არ აღემატება, მათი უმეტესი ნაწილი ქალაქ ალეპოში ცხოვრობს.