სონორა შტატია მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. იყოფა 72 მუნიციპალიტეტად. 2020 წლის აღწერის მიხედვით, სონორა მერვე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით (2 944 840 ადამიანი) და მეორე ადგილზეა ფართობის (179 354.7 კმ²) მიხედვით.[1][2]
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, უდიდესი მუნიციპალიტეტია ერმოსილიოს მუნიციპალიტეტი, სადაც შტატის მოსახლეობის 31.79% (936 263 ადამიანი) ცხოვრობს, ხოლო ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტი ონავასის მუნიციპალიტეტია (365 ადამიანი).[1] ფართობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტია ერმოსილიო (15 724.3 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა ― სან-ფელიპე-დე-ხესუსი (151.3 კმ²).[2] უახლესი მუნიციპალიტეტებია: ბენიტო-ხუარესი და სან-იგნასიო-რიო-მუერტოს მუნიციპალიტეტი, რომლებიც 1996 წელს შეიქმნა.[3]