ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სოციალური ნეირომეცნიერება}} |
სოციალური ნეირომეცნიერება — ინტერდისციპლინური სფერო, რომელიც შეისწავლის თუ როგორ მოქმედებენ ბიოლოგიური სისტემები სოციალურ პროცესებსა და ქცევაზე. იგი ბიოლოგიური ცნებებისა და მეთოდების გამოყენებით ხსნის და ხვეწს სოციალური პროცესებისა და ქცევის თეორიებს. ადამიანი არსებითად სოციალური სახეობა უფროა, ვიდრე ინდივიდუალური. ჰომო საპიენსი ინდივიდის გარეთ ქმნის ახალ ორგანიზაციებს - ორწევრიან ჯგუფს, ოჯახს, ქალაქებს, ცივილიზაციებსა და კულტურებს. ეს სტრუქტურები განვითარდა ნერვულ და ჰორმონულ მექანიზმებთან ერთად მათსავე მხარდასაჭერად, რადგან შესაბამისი სოციალური ქცევები დაეხმარა ამ ორგანიზმებს გადარჩენაში, რეპროდუქციასა და შთამომავლობაზე ზრუნვაში მანამ, სანამ ისინი თავად შეძლებდნენ გადარჩენასა და რეპროდუქციას. ტერმინი „სოციალური ნეირომეცნიერება“ ჩნდება პუბლიკაციაში „სოციალური ნეირომეცნიერების ბიულეტენი“, რომელიც სამ თვეში ერთხელ გამოდიოდა 1988-1994 წლებში.. შემდგომში ტერმინი პოპულარული გახდა ჯონ კასიოპოსა და გარი ბერნტსონის სტატიით, რომელიც 1992 წელს „ამერიკელ ფსიქოლოგში“ გამოქვეყნდა.[1] კასიოპო და ბერნტსონი სოციალური ნეირომეცნიერების სრულუფლებიან მამებად მოიაზრებიან. სოციალური ნეირომეცნიერება ჯერ კიდევ ახალგაზრდა სფეროა და ის მჭიდროდაა დაკავშირებული აფექტურ ნეირომეცნიერებასა და კოგნიტურ ნეირომეცნიერებასთან, რომლებიც სოციალური ინტერაქციისას ტვინის მოქმედებას იკვლევენ.[2]
ტრადიციული ნეირომეცნიერება დიდი ხნის განმავლობაში ნერვულ სისტემას იზოლირებულ ერთობად მიიჩნევდა და ადამიანებისა და ცხოველების საცხოვრებელი გარემოს ზეგავლენას მეტწილად უგულებელყოფდა. დღესდღეობით, ჩვენ ვცნობთ სოციალური სტრუქტურების შესამჩნევ გავლენას ტვინისა და სხეულის ფუნქციონირებაზე.[3] ეს სოციალური ფაქტორები მოქმედებენ ინდივიდზე ნერვული, ნეიროენდოკრინული, მეტაბოლური და იმუნური ფაქტორების ტვინზე და სხეულზე უწყვეტი ურთიერთქმედების საშუალებით. ამ დროს ტვინი არის ცენტრალური მარეგულირებელი ორგანო და აგრეთვე, ამ ფაქტორების დამყოლი სამიზნე. სოციალური ნეირომეცნიერება იკვლევს ბიოლოგიურ მექანიზმებს, რომლებიც საფუძვლად უდევს იმ სოციალურ პროცესებსა და ქცევას, რომლებიც 21-ე საუკუნეში ნეირომეცნიერებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემურ სფეროდ მიიჩნევა და იყენებს ბიოლოგიის ცნებებსა და მეთოდებს სოციალურ და ქცევით მეცნიერებებში სოციალური პროცესებისა და ქცევის თეორიის განვითარებისათვის. სოციალური ნეირომეცნიერება იყენებს ბიოლოგიურ ცნებებსა და მეთოდებს სოციალური ქცევის თეორიების ასახსნელად და დასახვეწად და იყენებს სოციალურ და ქცევით კონსტრუქტებს და მონაცემებს ნერვული ორგანიზაციისა და ფუნქციონირების თეორიების გასავითარებლად.[4][5]
მე-20 საუკუნეში უმეტესწილად სოციალური და ბიოლოგიური ახსნები შეუთავსებლად მიიჩნეოდა. თუმცა, 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულებისას მიღწეული მეცნიერული წინსვლის შედეგად განვითარდა ახალი მიდგომა, რომელიც სოციალური და ბიოლოგიური მეცნიერებების სინთეზს გულისხმობს. სოციალური ნეირომეცნიერების ახალი სფერო განსხვავებული დონის ორგანიზაციებს შორის შემავსებელ ურთიერთობას უსვამს ხაზს. იგი აკავშირებს სოციალურ და ბიოლოგიურ დარგებს (მაგ. მოლეკულურ, უჯრედულ, სისტემურ, პიროვნულ, ფარდობით, კოლექტიურ, საზოგადოებრივ სფეროებს) და იყენებს მრავალდონიან ანალიზს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ადამიანის გონებისა და ქცევის განმსაზღვრელი მექანიზმის გაგებას/გააზრებას
სოციალურ ნეირომეცნიერებაში ნერვული და სოციალური პროცესების გავლენის გამოსაკვლევად რამდენიმე მეთოდს იყენებენ. ეს მეთოდები მომდინარეობს სოციალურ ფსიქოლოგიაში, კოგნიტურ ფსიქოლოგიასა და ნეიროფსიქოლოგიაში არსებული ქცევითი ტექნიკებიდან და უკავშირდება სხვადასხვა ნეირობიოლოგიურ ტექნიკებს (ფუნქციური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI), მაგნიტოენცეფალოგრამა (MEG), პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET), სახის ელექტრომიოგრაფია (EMG), ტრანსკრანული მაგნიტური სტიმულაცია (TMS), ელექტროენცეფალოგრაფია (EEG), მოვლენასთან დაკავშირებული პოტენციალი (ERPs), ელექტროკარდიოგრაფები, ელექტრომიოგრაფები, ენდოკრინოლოგია, იმუნოლოგია, გალვანური კანის რეაქცია (GSR), ერთუჯრედიანი ჩაწერა და ტვინის ფოკალური დაზიანების მქონე პაციენტების კვლევა.[6][7][8][9][10]
ცხოველური მოდელები აგრეთვე მნიშვნელოვანია ტვინის სპეციფიკური სტრუქტურების, სქემებისა და პროცესების (მაგ. დაჯილდოების სისტემა და ნარკოტიკზე დამოკიდებულება) სავარაუდო როლის საკვლევად. ამასთანავე, რაოდენობრივი მეტაანალიზი მნიშვნელოვანია, რომ გავცდეთ ინდივიდუალური ტიპის კვლევებს, ხოლო ნეიროგანვითარებად გამოკვლევებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ტვინისა და ქცევის კავშირის ახსნაში.[11][12] სოციალურ ნეირომეცნიერებაში ყველაზე ხშირად fMRI-სა და EEG-ს მეთოდს იყენებენ. fMRI ხარჯების მხრივ ყველაზე ეფექტიანი და მაღალი სივრცული გაფართოების მქონეა. მართალია, მათ აქვთ დაბალი დროითი გაფართოება, თუმცა ისინი საუკეთესოა სოციალური ექსპერიმენტების დროს გამოყენებული ტვინში არსებული გზების აღმოსაჩენად. fMRI-ს აქვს დაბალი დროითი გაფართოება (დროის განაწილება). ამის მიზეზია ის, რომ იგი კითხულობს ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლის დონეს, რომელიც გროვდება ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც გააქტიურებულია და მეტი ჟანგბადი სჭირდება. ასე რომ სისხლს სჭირდება დრო ტვინის გააქტიურებულ ნაწილში გადასასვლელად. ამიტომაც ეს მეთოდი სოციალური ექსპერიმენტების დროს აქტივაციის დროის ზუსტი გაზომვის დაბალ შესაძლებლობას იძლევა.
EEG-ს იყენებენ, როცა მკვლევარი ცდილობს ტვინის იმ კონკრეტული ადგილის დადგენას, რომელიც შესაბამისობაშია იმ სოციალურ კონსტუქტთან, რომელსაც იკვლევენ. EEG-ს აქვს დიდი დროითი გაფართოება, მაგრამ დაბალი სივრცული გაფართოება. ეს ნიშნავს, რომ აქტივაციის დროს არის ძალიან ზუსტი, მაგრამ რთულია ტვინზე ზუსტი ადგილის მონიშვნა. მკვლევრებმა უნდა დაავიწროონ ადგილები და ტერიტორიები, თუმცა ისინი აგრეთვე ქმნიან „ხმაურს“. ბოლო დროს მკვლევრები იყენებდნენ TMS-ს, რომლის მეშვეობითაც ტვინის რუკის შედგენისას საუკეთესოდაა შესაძლებელი ზუსტი ადგილის განსაზღვრა. ამ მანქანას შეუძლია ჩართოს და გამორთოს ტვინის ნაწილები, რომლებიც საშუალებას აძლევს მკვლევრებს შეამოწმონ ტვინის რომელი ნაწილები მუშაობს სოციალური მოვლენების დროს. თუმცა მანქანა იმდენად ძვირია, რომ ძალიან იშვიათად გამოიყენება.
შენიშვნა: ამ მეთოდების უმრავლესობა გვიჩვენებს მხოლოდ კორელაციას ტვინის უბნების აქტიურობასა და სოციალურ მოვლენებს შორის (TMS-ს გარდა). ის ფაქტი, რომ კვლევის ინტერპრეტირება ხდება კორელაციის მეშვეობით, რასაც შეუძლია შინაარსის ვალიდურობა შეამციროს, სოციალური ნეირომეცნიერების ხარვეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მაგალითისთვის, ექსპერიმენტის დროს როცა მონაწილე აკეთებს ამოცანებს სოციალური თეორიის შესამოწმებლად და ტვინის ნაწილი გააქტიურებულია, შეუძლებელია მიზეზ-შედეგობრიობის დადგენა, რადგან ნებისმიერ სხვა რამეს ოთახში, ან პიროვნების ფიქრებს შეეძლო გამოეწვია ეს რეაქცია. ექსპერიმენტების დროს ასეთი ცვლადების გამიჯვნა ძალიან რთულია. ამიტომაც არის, რომ ცდისპირების ანგარიშები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აგრეთვე VooDoo კორელაციების (კორელაცია, რომელიც ძალიან მაღალია და 0.8-ზე მეტია ჰგავს კორელაციას, რომელიც არსებობს 2 ფაქტორს შორის, თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ ექსპერიმენტის დაგეგმვისა და სტატისტიკური გაზომვის შეცდომაა) ალბათობას ამცირებს. კიდევ ერთი გზა ამ ხარვეზის თავიდან ასარიდებლად არის ჰორმონების ტესტების გამოყენება, რადგან იგი მიზეზშედეგობრიობაზე მიუთითებს. მაგალითისთვის, ხალხს აძლევენ ოქსიტოცინს და პლაცებოს და ტესტავენ განსხვავებას სხვადასხვა ხალხის სოციალურ ქცევაში. SCR-ის გამოყენება აგრეთვე გვეხმარება არაცნობიერი ფიქრების და ცნობიერი ფიქრების გამიჯვნაში, რადგან ეს გარე სამყაროზე სხეულის ბუნებრივი პარასიმპათიკური პასუხია. ყველა ეს ტესტი და მოწყობილობა დაეხმარება სოციალურ ნეირომეცნიერებს აღმოაჩინონ ტვინში ის კავშირები, რომლებიც ყოველდღიური სოციალური მოქმედებების განსახორციელებლად გამოიყენება.
პირველადი ფსიქოლოგიური მეთოდები მოიცავს შესრულებაზე დაფუძნებულ გაზომვას, რომელიც იწერს დროისა ან/და სიზუსტის პასუხს[13], როგორიცაა იმპლიციტური ასოციაციის ტესტი[14]; დაკვირვებით მაჩვენებელს, როგორიცაა ჩვილების კვლევისას პრეფერენციული ძიება; და ცდისპირების ანგარიშების მაჩვენებელი, როგორიცაა კითხვარები და ინტერვიუები[15].
ნეირობიოლოგიური მეთოდები შეიძლება დავაჯგუფოთ გარეგანი სხეულებრივი რეაქციის მაჩვენებლებად, ელექტროფიზიოლოგიურ მეთოდებად, ჰომოდინამიკურ მაჩვენებლებად და დაზიანების მეთოდებად. სხეულებრივი რეაქციის მეთოდები მოიცავს GSR-ს (აგრეთვე ცნობილია როგორც კანის გამტარობის რეაქციად (SCR)), სახის EMG-სა და თვალების დახამხამების რეფლექსის ჩამწერს. ელექტროფიზიოლოგიური მეთოდები მოიცავს ერთი უჯრედის ჩანაწერს, EEG და ERP-ს. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ნერვული აქტივობის პირდაპირ გაზომვის ნაცვლად ზომავს სისხლის დინების ცვლილებას. იგი მოიცავს PET და fMRI-ს. დაზიანების მეთოდები ტრადიციულად შეისწავლის ტვინს, რომელიც დაზიანდა ისეთი ბუნებრივი მიზეზებით, როგორიცაა ინსულტი, ტრავმატული დაზიანებები, სიმსივნე, ნეიროქირურგია, ინფექცია ან ნეიროდეგენერაციული დარღვევები. დროებითი „ვირტუალური დაზიანების“ შექმნის შესაძლებლობის გამო, ამ კატეგორიაში შეიძლება შევიყვანოთ TMS-ც. უფრო ზუსტად, TMS მეთოდები მოიცავს ტვინის ერთი ნაწილის სტიმულირებას მისი ტვინის სხვა ნაწილებისგან გამოსაყოფად და ასე ტვინის დაზიანების იმიტირებას. ეს ნაწილობრივ სასარგებლოა ტვინის რუკის შექმნისას. ეს მეთოდი თავის მხრივ სოციალური ნეირომეცნიერების ძირითადი მიდგომაა, რომელიც შექმნილია იმის განსასაზღვრად, თუ ტვინის რომელი ნაწილი აქტიურდება გარკვეული მოქმედებების დროს.[16]
„საზოგადოება ნეირომეცნიერებისთვის“ შეხვედრისას (ჩიკაგო, 2009 წლის ნოემბერი) სადილზე სოციალური ნეირომეცნიერების გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა აისახა ჯონ კასიოპოსა და ჟან დესეტის ხელმძღვანელობით გამართულ მიტინგების სერიაში. მასში მონაწილეობას იღებდნენ სოციალური ნეირომეცნიერები, ფსიქოლოგები, ნეირომეცნიერები, ფსიქიატრები და ნევროლოგები არგენტინიდან, ავსტრალიიდან, ჩილედან, ჩინეთიდან, კოლუმბიიდან, ჰონგ კონგიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, ნიდერლანდებიდან, ახალი ზელანდიიდან, სინგაპურიდან, სამხრეთ კორეიდან, ტაივანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. სოციალური ნეირომეცნიერება განისაზღვრა ისევე ფართოდ, როგორც ნერვული, ჰორმონული, უჯრედული და გენეტიკური მექანიზმების ინტერდისციპლინური კვლევა, რომელიც საფუძვლად უდევს იმ განვითარებად სტრუქტურებს, რომლებიც განსაზღვრავენ სოციალურ სახეობებს. ამდენად, ამ შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ მეცნიერებიც, რომლებიც ცხოველებზე და ადამიანებზე (როგორც პაციენტებზე, ასევე ჩვეულებრივ მონაწილეებზე) ჩატარებულ კვლევებში იყენებდნენ მრავალფეროვან მეთოდებს. შედეგმა ასევე აჩვენა, რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო „საზოგადოება სოციალური ნეირომეცნიერებებისთვის“ იმისათვის, რომ მრავალფეროვანი დისციპლინების წარმომადგენელ და განსხვავებული პერსპექტივის მქონე მეცნიერებს მისცეს შესაძლებლობა შეხვდნენ, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მიიღონ სარგებელი ერთმანეთის შრომებიდან. ამ კონსულტაციების შედეგად, საერთაშორისო ინტერდისციპლინური „საზოგადოება სოციალური ნეირომეცნიერებებისთვის“ შეუდგა მუშაობას ოკლენდში, ახალ ზელანდიაში 2010 წლის 20 იანვარს და ამ საზოგადოების პირველი შეხვედრა გაიმართა 2010 წლის 12 ნოემბერს, 2010 წლის „საზოგადოება ნეირომეცნიერებისთვის“ (http://S4SN.org) შეხვედრის წინა დღეს (სან დიეგო, კალიფორნია).