სოჭის ოლიმპიური პარკი — 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და ზამთრის პარალიმპიური თამაშებისთვიის აგებული ოლიმპიური პარკი. მდებარეობს რუსეთის ფერეაციული სუბიექტის, კრასნოდარის მმხარის საკურორტო ქალაქ სოჭში, შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოსა და რუსეთის საზღვრიდან 4 კმ-ში. ოლიმპიური პარკი მოიცავს ოლიმპიურ სტადიონს ფიშტი, სადაც ძირითადი ცერემონიები და შიდა სპორტული სახეობების, როგორიცაა ყინულის ჰოკეი, ფიგურული სრიალი, კერლინგი და სწრაფი სრიალი შეჯიბრებები ჩატარდა. ოლიმპიური პარკი მოიცავს საწვრთნელ ცენტრებს, ოლიმპიურ სოფელს, საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ოლიმპიური პარკრი იე დაპროექტდა, რომ მისი ყოველი ნაწილი საფეხმავლო მანძილზეა. არენები განლაგებულია წყლის აუზის - „ოლიმპიური პარკის წყალი“ - ირგვლივ, რომელიც კალიფორნიულმა კომპანიამ WET Design შექმნა (ამავე კომპანიამ შექმნა რეზერვუარი 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. შადრევნის დიამეტრი 5/3 მეტრია, 700 000 გალონ წყალს იტევს და მუსიკის თანხლებით ნისლისა და ქორეოგრაფიული წყლის გამოსახულებების წარმოქმნა შეუძლია.[1][2][3][4][5]
კომპლექსის მშენებლობა იმერეთის დაბლობში 2007 წელს დაიწყო. იმერეთის დაბლობი 1911 წლიდან ფრინველთა დაცვის მნიშვნელოვანი სივრცე იყო, თუმცა მშენებლობის პროცესში ფრინველთა დაცვის სივრცე დაირღვა. არენათა უმრავლესობა 2013 წელს აიგო.
კომპლექსის შემადგენლობაში შედის ალდერის სავაჭრო და საგამოფენო ცენტრი (ალდერ-არენა), რომელიც 8 000 ადგილს მოიცავს და სწრაფი სრიალის შეჯიბრებებისთვის აიგო. ოლიმპიური თამაშების შემდეგო არენა საგამოფენო დარბაზად და სავაჭრო ცენტრად გადაკეთდა.[6] კომპლექსის შემადგენლობაშია ყინულის სასახლე „დიდი“, რომელიც 12 000 ადამიანს იტევს და 2012 წელს გაიხსნა. 2013 წელს სასახლმე ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის 18 წლამდელთა შორის ჩემპიონატსა და პირველი არხის ჩემპიონატს უმასპინძლა. ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ყინულის დიდ სასახლეში ყინულის ჰოკეის ჩემპიონატი გაიმართა. ყინულის სასახლე მთავარი აენა იყო როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა დისციპლინაში. ყინულის მოეანი მანათობელი დიოდებითაა განათებული. ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სასახლე გასართობ ცენტრად და საკონცერტო არენად გადაკეთდა.[7] [8]
ოლიმპიური სტადიონი „ფიშტი“ სოჭის ოლიმპიური პარკის მთავარი არენაა. აქ გაიმართა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდა და დახურვის ცერემონიები. სტადიონი 40 000 მაყურებელს იტევს.[9] ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სტადიონი ერთ-ერთი იყო 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 11 სტადიონს შორის და 2017 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის მატჩებს.[10] სოჭის ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს კერლინგის ცენტრიც, რომელიც 3 000 მაყურებელს იტევს და კერლინგის ჩემპიონატებს მასპინძლობს.[11] კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს ყინულის სასახლე „აისბერგი“, რომელიც 12 000 ადამიანს იტევს და ფიგურული სრიალისა და მოკლე მანძილზე სწრაფი სრიალის ღონისძიებებს მასპინძლობს. სამომავლო გეგმების მიხედვით, არენა ველოდრომად უნდა გადააკეთონ.[12]
თარიღი | დრო (მოსკოვის დროით) | ტური | გუნდი #1 | შედეგი | გუნდი #2 | მაყურებელთა რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|---|
19 ივნისი, 2017 | 18:00 | ჯგუფი B | ![]() |
2–3 | ![]() |
28,605 |
21 ივნისი, 2017 | 21:00 | ჯგუფი A | ![]() |
2–1 | ![]() |
25,133 |
25 ივნისი, 2017 | 18:00 | ჯგუფი B | ![]() |
3–1 | ![]() |
30,230 |
29 ივნისი, 2017 | 21:00 | ნახევარფინალი | ![]() |
4–1 | ![]() |
37,923 |
თარიღი | დრო (მოსკოვის დროით) | ტური | გუნდი #1 | შედეგი | გუნდი #2 | მაყურებელთა რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|---|
15 ივნისი, 2018 | 21:00 | ჯგუფი B | ![]() |
3-3 | ![]() |
TBD |
18 ივნისი, 2018 | 18:00 | ჯგუფი G | ![]() |
3-0 | ![]() | |
23 ივნისი, 2018 | 21:00 | ჯგუფი F | ![]() |
2-1 | ![]() | |
26 ივნისი, 2018 | 17:00 | ჯგუფი C | ![]() |
0-2 | ![]() | |
30 ივნისი, 2018 | 21:00 | მერვედფინალი | ![]() |
2-1 | ![]() | |
7 ივლისი, 2018 | 21:00 | ნახევარფინალი | ![]() |
1(3)-1(4) | ![]() |