სპენსერ ნელსონი | |
---|---|
დამხმარე მწვრთნელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
11 ივლისი, 1980 პოკატელო, იდაჰო |
ეროვნება | ამერიკელი/აზერბაიჯანელი |
უმაღლესი სკოლა | პოკატელოს უმაღლესი სკოლა (პოკატელო, იდაჰო) |
სიმაღლე | 203 სმ |
წონა | 102 კგ |
კარიერა | |
კოლეჯი | Utah State (1998–1999, 2002–2005) |
NBA-ის დრაფტი | 2005 / Undrafted |
პროფესიონალური კარიერა | 2005–2015 |
კარიერის ისტორია | |
2005-2006 | GHP ბამბერგი |
2006-2007 | ბენეტონ ტრევისო |
2007-2008 | ფორტიტუტო ბოლონია |
2008-2009 | არის თესალონიკი |
2009-2010 | პერისტერი |
2010-2013 | გრან კანარია |
2013-2014 | მონტეპაჩი სიენა |
2014-2015 | რეიერ ვენეცია მესტრე |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
როგორც მოთამაშე:
|
სპენსერ ჰოველს ნელსონი (აზერ. Spenser Hauels Nelson; დ. 11 ივლისი, 1980, პოკატელო, იდაჰო) — ამერიკაში დაბადებული წარმოშობით აზერბაიჯანელი პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე. 203 სანტიმეტსი სიმაღლის გამო იგი თამაშობდა როგორც მსუბუქის, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, თუმცა ძირითადად განიხილებოდა როგორც მძიმე ფორვარდი.
სპენსერი პოკატელოს უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. 1998 წელს, როგორც მეოთხეკურსელი, დასახელდა „იდაჰო A1“-ის წლის მოთამაშედ. სწავლის მეოთხე წელს იგი საშუალოდ აგროვებდა 22 ქულას, 11 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემასა და 2 დაფარებას. 3-ქულიანს იგი 43.3%-ით, ხოლო საჯარიმო სროლას 73.0% სიზუსტით ისროდა. როგორც მესამეკურსელი, სეზონის განმავლობაში იგი საშუალოდ 14.1 ქულასა და 10.3 მოხსნას აგროვებდა (სროლის რეალიზება 62.5%). სპენსერის შესაძლებლობები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კალათBურთით, იგი ასევე კარგად თამაშობდა მაგიდის ჩოგბურთსაც.
2005 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, ნელსონი 2005 წლის NBA-ის დრაფტ კლასზე გავიდა, მაგრამ იგი არცერთმა გუნდა არ აირჩია. მიუხედავად ამისა ნელსონი იუტა ჯაზმა გამოსაცდელი ვადით მიიწვია. ნელსონი გუნდში კარგად თამაშობდა, მაგრამ იუტა ჯაზის განაცხადში მაინც ვერ მოხვდა. იუტას დატოვებიდან მალევე ნელსონს კონტრაქტი გერმანულმა გუნდმა, GHP ბამბერგმა შესთავაზა. 2006 წელს ნელსონმა თამაში ბენეტონ ტრევისოში განაგრძო. სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ, ევროლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, დააფიქსირა მან საკუთარი გამორჩეული პერფომანსი (მატჩი ტრევორსის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ნერსონმა 23 ქულა, 20 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა). ტრევისოსთან ერთი სეზონის გატარების შემდეგ, თამაშში იგი ძირითადად სკამიდან შემოდიოდა, ნელსონი გადავიდა კვლავ იტალიის გუნდ ფორტიტუდო ბოლონიაში. 2010 წლის 26 იანვარს მან განაცხადა, რომ მისი ძველი გუნდებიდან ფავორიტად GHP ბამპერგი მიაჩნდა.
2010 წლის ივლისში მან კონტრაქტი ესპანეთის ACB ლიგის გუნდ გრან კანარიასთან გააფორმა; ამ გუნდში, 2010-11 წლების სეზონში, ნელსონი კოლეჯის (იუტა ჯაზ ეჯის) თანაგუნდელ ჯეისი კეროლთან ერთად თამაშობდა.[1]
2013 წლის სექტემბერს კონტრაქტი იტალიურ კლუბ მონტეპასჩი სიენასთან გააფორმა.
2014 წლის 13 ნოემბერს ნელსონმა კონტრაქტი გააფორმა „რეიერ ვენეცია მასტრესთან“.
2015 წლის 14 ივლისს მან გამოაცხადა, რომ პროფესიონალური კალათბურთის თამაშს თავს ანებებდა.
საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ნელსონი იუტას შტატში დაბრუნდა და 2016 წლის 23 აგვისტოდს მწვრთნელის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.[2]
კალათბურთიდან წასვლის შემდეგ ნელსონმა მუშაობა „Cicero Group“-ში (სოლტ-ლეიკ-სიტი) დაიწყო; იგი აქ კომპანიის კერძო კაპიდალის ჯგუფს მართავდა. ნელსონი დაქორწინებულია ჯული კლეიტონ ნელსონზე.