სპორტი ბანგლადეშში არის გართობის პოპულარული ფორმა, ასევე ბანგლადეშის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა კრიკეტია. ბანგლადეშში ეროვნული სპორტია კაბადი. კრიკეტის მხრივ, ბანგლადეში შედის მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყანაში; ქვეყანა კრიკეტის მსოფლიო თასში 1999 წლიდან სტაბილურად ასპარეზობს; ქვეყნის კრიკეტის გუნდმა განსაკუთრებული წარმატება 2015 წლის კრიკეტის მსოფლიო თასზე, სამი ტოპ გუნდის დამარცხებითა და მეოთხედფინალში გასვლით მიაღწია. სპორტის ტრადიციულ სახეობებში შედის: მძლეოსნობა, ცურვა, კაბადი, ბოლი ხელა, ლათი ხელა; აღნიშნულ სახეობებს ძირითადად სოფლის რაიონებში თამაშობენ. ქვეყანაში აგრეთვე გავრცელებულია უცხოური სპორტის სახეობები: კრიკეტი, ფეხბურთი, ჰოკეი, ფრენბურთი, ხელბურთი, გოლფი, ბადმინტონი და ა.შ; ეს სახეობები ძირითადად თანამედროვე ხალხშია პოპულარული. სპორტის ეროვნული საბჭო (NSC) არის მმართველი ორგანო, რომელიც აკონტროლებს ქვეყანაში არსებულ ყველა სპორტულ ფედერაციასა და საბჭოს; იგი პასუხიმგებელია ახალგაზრდებისა და სპორტის მინისტრის წინაშე. NSC სულ 42 განსხვავებულ სპორტის ფედერაციას აერთიანებს.[1] ბანგლადეშის თამაშები არის უდიდესი ქვეყნისშიდა სპორტული ტურნირი, რომელშიც ყველა უბნიდან (რაიონებიდან) მონაწილეობენ სპორტსმენები და სპორტული გუნდები ყველა.
კაბადი ბანგლადეშში აღიარებულია, როგორც ეროვნული სპორტი. სპორტის ამ სახეობას მთელ ქვეყანაში თამაშობენ. თუმცა, ბოლო დროს სხვა სპორტის სახეობების პოპულარობის ზრდამ, კაბადის პოპულარობის კლება გამოიწვია. ერთ დროს, ამ სპორტის თამაშის მხრივ ბანგლადეში განიხილებოდა როგორც შესანიშნავი მხარე, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით სახსრების ნაკლებობისა და სხვა მიზეზების გამო სპორტის თამაშის ხარისხი შესუსტდა.
კრიკეტი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. პოპულარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 1997 წელს ეროვნულმა ნაკრებმა ICC თასი მოიგო და 1999 წელს მოხვდა კრიკეტის მსოფლიო თასზე. 2000 წელს ბანგლადეში გახდა კრიკეტის საერთაშორისო საბჭოს სრულუფლებიანი წევრი, რამაც მას საშუალება მისცა ეთამაშა ტესტ კრიკეტი. ბანგლადეში რეგულარულად მასპინძლობს უამრავ საერთაშორისო „ერთ დღიან“ მატჩს, „ტესტ მატჩებსა“ და „თვენთი20“ საერთაშორისო ტურნირს. 2011 წელს ბანგლადეშმა ინდოეთსა და შრი ლანკასთან ერთად 2011 კრიკეტის მსოფლიო თასს უმასპინძლა. ბანგლადეში ასევე აირჩიეს 2014 წლის „ICC World Twenty20“-ის მასპინძლად. ბანგლადეშის სპორტის საბჭო ქვეყანაში სპორტის მმართველი ორგანოა; ქვეყანაში სპორტის განვითარებაზე სწორედ აღნიშნული საბჭო ზრუნავს.
2015 წლის მსოფლიო თასზე ბანგლადეშმა დაამარცხა ინგლისი და მეორედ მიაღწია მეოთხედფინს. თუმცა, ისინი მეოთხედფინალში ინდოეთის წინააღმდეგ დამარცხდნენ.
მთელი ისტორიის განმავლობაში ბანგლადეშში კრიკეტის შემდეგ ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობა ფეხბურთია.[2]
წარსულთან შედარებით, ბანგლადეშის ფეხბურთის დონე შემცირებულია არასწორი მენეჯმენტისა და მხარდაჭერის არარსებობის გამო. ხალხის ინტერესის შემცირებამ იმოქმედა ფეხბურთის პოპულარობაზე.
ჰოკეი ბანგლადეშში ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობა იყო. ფეხბურთისა და კრიკეტის შემდეგ იგი ყველაზე პოპულარულ სპორტად მიიჩნეოდა. თუმცა, პასუხისმგებელი პირების ნაკლებობისა და ცუდი ადმინისტრაციის გამო ქვეყანაში მისი პოპულარობა დაეცა. ბანგლადეში, მიუხედავად ამისა, რეგულარულად მონაწილეობს ჰოკეის აზიის თასში; აღსანიშნავია, რომ მა 1985 წლის ღონისძიებას. სპორტის ეროვნული მმართველი ორგანო, ბანგლადეშის ჰოკეის ფედერაცია ყოველწლიურად აწყობს ქვეყანაში რამდენიმე საშინაო შეჯიბრებას; მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პრემიერ დივიზიონის ჰოკეის ლიგა.
ჭადრაკი პოპულარული თამაშია ბანგლადეშში. ქვეყანაა ბევრი ნიჭიერი მოჭადრაკე ჰყავს აღზრდილი. ბანგლადეშის მოჭადრაკე ნიაზ მურშედი არის პირველი გრანდმასტერი, რომელიც გამოჩნდა სამხრეთ აზიიდან (1987 წელს).[3] ბანგლადეშის ჭადრაკის ფედერაცია ფიდე-ს წევრი გახდა 1979 წელს. ყოველწლიურად, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ქვეყანა 15-დან 20-მდე ტურნირს ატარებს. ბანგლადეშის ჭადრაკის ჩემპიონატი არის ქვეყანაში ყოველწლიური ჭადრაკის ინდივიდუალური ეროვნული ჩემპიონატი.