| |||||||||||
| |||||||||||
სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა 1989 წლის არჩევნები (რუს. Выборы народных депутатов СССР 1989) — სსრ კავშირის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები, რომელიც გაიმართა 1989 წლის 26 მარტს, „სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ სსრკ-ის კანონის შესაბამისად (1 დეკემბერი, 1988). კენჭისყრის შედეგად სსრ კავშირის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა მოწვეულ იქნა 1989 წლის 25 მაისს კრემლში[1].
1988 წლის 1 დეკემბერს, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით სსრ კავშირის კონსტიტუციის 90 მუხლისა და „სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ კანონის 14 და 16 მუხლების საფუძველზე, სსრ კავშირის სახახლო დეპუტატთა არჩევნები დაინიშნა 1989 წლის 26 მარტს[2]. იმავე დღეს ჩამოყალიბდა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა[3].
სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში კენჭი იყარეს დეპუტატებმა 2250 საარჩევნო ოლქიდან, საიდანაც:
2250 საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარდა ხუთ ტურად. პირველი ტური გაიმართა 1989 წლის 26 მარტს, რომელიც მიმდინარეობდა ადგილობრივი დროით 7-დან 20 საათამდე, განმეორებთი არჩევნები — 9 აპრილს, 14 მაისს და 18-21 მაისს. საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არჩევნები მიმდინარეობდა 11-23 მარტს (ზოგიერთ ორგანიზაციებში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა აპრილის თვეში).
გასულის ნაცვლად, გათავისუფლებული მანდატების დასაკავებლად არჩევნები ჩატარდა 28 საარჩევნო ოლქში, 1989 წლის 14 მაისიდან — 1991 წლის 13 ოქტომბრამდე[4].
1989 წლის 11-23 მარტს ჩატარდა არჩევნები საზოგადოებრივ ორგანიზაციებისაგან. საერთო საკავშირო ორგანოების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში, ამ ორგანიზაციების ყრილობებზე, კონფერენციებზე, მათი საკავშირო ორგანოების პლენუმებზე 750 დეპუტატის მანდატზე კენჭს იყრიდა 871 კანდიდატი. დეპუტატად აირჩიეს 732 კაცი. 18 დეპუტატი ხუთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არ იქნა არჩეული. სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მოეწყო განმეორებითი არჩევნები, რომელიც გაიმართა 26 მარტ - 19 მაისის რიცხვებში.
ყოველ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შედეგების შესახებ ცნობები გამოქვეყნდა პრესაში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შესახებ კანონის 57-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო ოლქებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან არჩეული ყველა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატი.
საარჩევნო ოლქებში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებში შეტანილი იყო 192.575.165 კაცი, კენჭისყრაში მონაწილეობდა 172.840.130 კაცი, ანუ 89,8%.
მოკავშირე რესპუბლიკებში კონჭისყრაში მონაწილეობა მიიღო:
ქვეყნის ტერიტორიაზე სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების მოწყობისათვის შეიქმნა 750 ტერიტორიული საარჩევნო ოლქი. მათში კენჭი იყარა 1431 დეპუტატობის კანდიდატმა. ამასთან საარჩევნო ბიულეტინში შეტანილი იყო თითო კანდიდატი 196 ოლქში, ორ-ორი კანდიდატი 473 ოლქში, სამსამი და მეტი კანდიდატი — 81 ოლქში.
1989 წლის 26 მარტს არჩევნები გაიმართა 749 საარჩევნო ოლქში. სახალხო დეპუტატები აირჩიეს 590 ოლქში. 46 ოლქში, რომელთაგან თითოეულში კენჭს იყრიდა ორ კანდიდატზე მეტი და არც ერთი არ იქნა არჩეული, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ მე-60 მუხლით განსაზღვრული იყო განმეორებითი კენჭისყრის მოწყობა.
113 საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრიდა 1-2 დეპუტატობის კანდიდატი, კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს ამომრჩეველტა ხმების საჭირო რაოდენობა და არ იქნენ არჩეული დეპუტატებად. ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნები ჩაუტარებლად მიიჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ მასში მონაწილეობდა სიაში შეტანილ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები. ყველა ამ ოლქში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის თაახმად მოეწყო განმეორებითი არჩევნები. ერთ-ერთ ოლქში დეპუტატის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოეწყო გარდაცვლილი დეპუტატის შესაცვლელად.
საქართველო წარმოდგენილი იყო 16 საარჩევნო ტერიტორიული ოლქით:
№ | საარჩევნო უბანი | დეპუტატები |
---|---|---|
1 | თბილისის №654 ლენინის საარჩევნო ოლქი | გურამ არჩილის ძე მეტონიძე |
2 | თბილისის №655 პირველი მაისის საარჩევნო ოლქი | ჯუმბერ ილიას ძე პატიაშვილი |
3 | თბილისის №656 26 კომისრის საარჩევნო ოლქი | ვახტანგ ვლადიმერის ძე კუბლაშვილი |
4 | თბილისის №657 ორჯონიკიძის საარჩევნო ოლქი | ნოდარ სარდიონის ძე ამაღლობელი |
5 | თბილისის №658 კიროვის საარჩევნო ოლქი | ვიოლეტა სიმონის ასული ზორინა |
6 | ბათუმის №659 საარჩევნო ოლქი | მარინე რიზას ასული კონცელიძე |
7 | ბორჯომის №660 საარჩევნო ოლქი | იგორ ნიკოლოზის ძე როდიონოვი |
8 | გორის №661 საარჩევნო ოლქი | ზოია ალექსის ასული პავლიაშვილი |
9 | გურჯაანის №662 საარჩევნო ოლქი | სტანისლავ ანდრიას ძე ბატიაშვილი |
10 | ზესტაფონის №663 საარჩევნო ოლქი | ომარ ალექსანდრეს ძე მემანიშვილი |
11 | ზუგდიდის №664 საარჩევნო ოლქი | ვახტანგ ვალიკოს ძე ძიძარია |
12 | ქუთაისის №665 საარჩევნო ოლქი | შორენა შალვას ასული ყანჩაველი |
13 | ფოთის №666 საარჩევნო ოლქი | ირმა აკაკის ასული ჟღერია |
14 | რუსთავის №667 საარჩევნო ოლქი | ბორის ვასილის ძე ნიკოლსკი |
15 | სამტრედიის №668 საარჩევნო ოლქი | ოთარ ნასყიდას ძე ღუდუშაური |
16 | სოხუმის №669 საარჩევნო ოლქი | ბორის ვიქტორის ძე ადლეიბა |
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1991 წლის 16 მარტს გააუქმა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისია.
ყველა მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლლიკის, ავტონომიური ოლქისა და ავტონომიური ოკრუგის ტერიტორიაზე სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების მოწყობისათვის შეიქმნა 750 ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქი. მასში კენჭს იყრიდა 1419 დეპუტატობის კანდიდატი. ამასთან საარჩევნო ბიულეტინებში შეტანილი იყო თითო კანდიდატი 203 ოლქში, ორ-ორი კანდიდატი — 479 ოლქში, სამ-სამი და მეტი კანდიდატი — 68 ოლქში.
არჩევნები გაიმართა 748 საარჩევნო ოლქში. სახალხო დეპუტატები აირჩიეს 636 ოლქში. 30 ოლქში, რომელთაგან თითოეულში კენჭს იყრიდა ორ კანდიდატზე მეტი და არც ერთი არ იქნა არჩეული, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად მოეწყო განმეორებითი კენჭისყრა.
82 საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრიდა 1-2 დეპუტატეობის კანდიდატი, კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს ამორჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობა და არ იქნენ არჩეულნი დეპუტატებად. ორ საარჩევნო ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნები ჩაუტარებლად მიიჩნიეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათში მონაწილეობდა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები. ყველა ამ ოლქში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად მოეწყო განმეორებითი არჩევნები.
ყველა ტერიტორიულ და ეროვნულ-ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შესახებ ცნობები საოლქო საარჩევნო კომისიებმა გამოაქვეყნეს ადგილობრივ პრესაში.
ძირითადი არჩევნების დასასრულს სულ არჩეული იქნა 1958 სსრ კავშირის სახალხო დეპუტატი 2250-დან. განმეორებითი არჩევნები ჩატარდა 292 საარჩევნო ოლქში, აქედან 160 — ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებში, 114 — ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქებში, 18 — საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
საქართველო წარმოდგენილი იყო 59 ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქით:
№ | საარჩევნო უბანი | დეპუტატები | განმეორებითი არჩევნები (14 მაისი)[5] |
---|---|---|---|
1 | თბილისის №161 ლენინის საარჩევნო ოლქი | ზურაბ გიორგის ძე ფირცხალაიშვილი | |
2 | გურჯაანის №162 საარჩევნო ოლქი | ზეინაბ გივის ასული ყურაშვილი | |
3 | თბილისის №163 ოქტომბრის საარჩევნო ოლქი | ვალერიან სერგის ძე ადვაძე | |
4 | თბილისის №164 26 კომისრის საარჩევნო ოლქი | ბეგლარ დიმიტრის ძე მახარაშვილი | |
5 | თბილისის №165 საქარხნო საარჩევნო ოლქი | ანატოლი დიმიტრის ძე დიხტიარი | |
6 | თბილისის №166 ორჯონიკიძის საარჩევნო ოლქი | პარმენ იორამის ძე მარგველაშვილი | |
7 | თბილისის №167 საბურთალოს საარჩევნო ოლქი | აკაკი ვიქტორის ძე ბაქრაძე | |
8 | ახალქალაქის №168 საარჩევნო ოლქი | მიასნიკ ვაჰანის ძე ოჰანესიანი | |
9 | ახალციხის №169 საარჩევნო ოლქი | ტელმან სერგის ძე სტეფნაძე | |
10 | ბათუმის №170 საარჩევნო ოლქი | რევაზ შალვას ძე თაბუკაშვილი | |
11 | ბოლნისის №171 საარჩევნო ოლქი | ფლორა მუსა ყზი დემურჩიევა | |
12 | გეგეჭკორის №172 საარჩევნო ოლქი | გურამ დავითის ძე მგელაძე | |
13 | გორის №173 საარჩევნო ოლქი | ქეთევან გივის ასული ეგნატაშვილი | |
14 | გურჯაანის №174 საარჩევნო ოლქი | ბესარიონ გიორგის ძე ბერიკაშვილი | |
15 | ზესტაფონის №175 საარჩევნო ოლქი | გივი გრიგოლის ძე გუმბარიძე | |
16 | ზუგდიდის №176 საარჩევნო ოლქი | ოთარ ამბაკოს ძე ფაცაცია | |
17 | ქობულეთის №177 საარჩევნო ოლქი | მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი | |
18 | ქუთაისის №178 საარჩევნო ოლქი | გივი სერგის ძე აბზიანიძე | |
19 | მახარაძის №179 საარჩევნო ოლქი | ავთანდილ ვალერიანის ძე გუჯაბიძე | |
20 | მცხეთის №180 საარჩევნო ოლქი | თენგიზ ნიკოლოზის ძე მენთეშაშვილი | |
21 | ოჩამჩირის №181 საარჩევნო ოლქი | ბაგრატ ვასილის ძე შინკუბა | |
22 | რუსთავის №182 საარჩევნო ოლქი | თამაზ მიხეილის ძე სპანდერაშვილი | |
23 | სამტრედიის №183 საარჩევნო ოლქი | ანზორ ანტონის ძე ჩიტია | |
24 | სიღნაღის №184 საარჩევნო ოლქი | ვიქტორია მოსეს ასული სირაძე | |
25 | სოხუმის №185 საქალაქო საარჩევნო ოლქი | ვიოლეტ ზოსიმეს ასული აგრბა | |
26 | სოხუმის №186 სასოფლო საარჩევნო ოლქი | ვიქტორ ბორისის ძე ბლაჟიევსკი | |
27 | თელავის №187 საარჩევნო ოლქი | გურამ ზაქარიას ძე ოთარაშვილი | |
28 | თეთრი წყაროს №188 საარჩევნო ოლქი | თალიკო ივანეს ასული აბიათარი | |
29 | ცხაკაიას №189 საარჩევნო ოლქი | ელენე გიორგის ასული ჭილაია | |
30 | წყალტუბოს №190 საარჩევნო ოლქი | ავთანდილ დავითის ძე გვენეტაძე | |
31 | ცხინვალის №191 საარჩევნო ოლქი | ნაფი გრიგოლის ძე ჯუსოითი | |
32 | ჭიათურის №192 საარჩევნო ოლქი | გრიგოლ აბელის ძე ტყემალაძე | |
33 | სოხუმის №481 ლენინის საარჩევნო ოლქი | რევაზ გიორგის ძე სალუქვაძე | |
34 | სოხუმის №482 საქალაქო საარჩევნო ოლქი | ფაზილ აბდულის ძე ისკანდერი | |
35 | სოხუმის №483 სასოფლო საარჩევნო ოლქი | ალბერტ ნიკიფორეს ძე თავხელიძე | |
36 | გაგრის №484 საქალაქო საარჩევნო ოლქი | ოთარ გიორგის ძე ზუხბაია | |
37 | გალის №485 საარჩევნო ოლქი | ლარისა ნოდარის ასული ქობალია | |
38 | გუდაუთის №486 საქალაქო საარჩევნო ოლქი | ვლადისლავ გრიგოლის ძე არძინბა | |
39 | გუდაუთის №487 სასოფლო საარჩევნო ოლქი | ტარასი მირონის ძე შამბა | |
40 | გულრიფშის №488 საარჩევნო ოლქი | კარუზი სარქისის ასული ჩოლოქიანი | |
41 | ოჩამჩირის №489 საქალაქო საარჩევნო ოლქი | ოთარ ევტიხის ძე ჩერქეზია | |
42 | ოჩამჩირის №490 სასოფლო საარჩევნო ოლქი | ალექსი ნოჩის ძე გოგუა | |
43 | ტყვარჩელის №491 საარჩევნო ოლქი | რუსლან არდევანის ძე არშბა | |
44 | ბათუმის №492 ლენინის საარჩევნო ოლქი | ზურაბ ამბროსის ძე ჩხეიძე | |
45 | ბათუმის №493 შაუმიანის საარჩევნო ოლქი | თენგიზ პავლეს ძე ბუაჩიძე | |
46 | ბათუმის №494 ლეონიძის საარჩევნო ოლქი | — | ვახტანგ მამიას ძე შამილაძე |
47 | ბათუმის №495 ზღვისპირა საარჩევნო ოლქი | ალეკო რაფაელის ძე გოგეშვილი | |
48 | ახალშენის №496 საარჩევნო ოლქი | თამაზ ვალერიანის ძე გამყრელიძე | |
49 | ქედის №497 საარჩევნო ოლქი | იამზე ბინალის ასული საკანდელიძე | |
50 | ქობულეთის №498 საარჩევნო ოლქი | გურამ იაგორის ძე ჩიგოგიძე | |
51 | ხელვაჩაურის №499 საარჩევნო ოლქი | გურამ ჰუსეინის ძე ემირიძე | |
52 | ხულოს №500 საარჩევნო ოლქი | — | ციალა ოთარის ასული სურმანიძე |
53 | ჩაქვის №501 საარჩევნო ოლქი | ნინო უსუფის ასული ბაჯელიძე | |
54 | შუახევის №502 საარჩევნო ოლქი | — | ნანული ტარიელის ასული ზოიძე |
55 | ცხინვალის №736 საქალაქო საარჩევნო ოლქი | ანატოლი გიორგის ძე ჩეხოევი | |
56 | ცხინვალის №737 სასოფლო საარჩევნო ოლქი | ვასილ ალექსანდრეს ძე ხუბაევი | |
57 | ჯავის №738 საარჩევნო ოლქი | დიანა ვარლამის ასული ხუგაევა | |
58 | ზნაურის №739 საარჩევნო ოლქი | — | ლევ რაჟდენის ძე თედეევი |
59 | ლენინგორის №740 საარჩევნო ოლქი | მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი |
საერთო საკავშირო ორგანოების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში, ამ ორგანიზაციების ყრილობებზე, კონფერენციებზე, მათი საკავშირო ორგანოების პლენუმებზე 750 დეპუტატის მანდატზე კენჭს იყრიდა 871 კანდიდატი, დეპუტატად აირჩიეს 732 კაცი. 18 დეპუტატი ხუთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არ იქნენ არჩეული. სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მოეწყო განმეორებითი არჩევნები[6].