სტატოცისტები

სტატოცისტები (ბერძნ. statos — უძრავი და kystis — ბუშტი) — უხერხემლოების წონასწორობის შეგრძნების ორგანოები. სტატოცისტები ბუშტუკია, შექმნილი კანის ეპითელიუმის უჯრედისაგან, რომელთა შორის ჩართულია წარმაწებიანი მგრძნობარე უჯრედები. სტატოცისტების ღრუ ამოვსებულია სითხით, რომელშიც ერთი ან რამდენიმე კენჭია (სტატოლითები ანუ ოტოლითები). ზოგჯერ სტატოცისტების ტიპის ორგანო გარეთ იხსნება. სტატოცისტები აქვთ ნაწლავღრუიანების, მოლუსკების, ჭიების, კიბოსნაირების უმეტესობას. ძლიერ გართულებული სტატოცისტების ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ყურის აპკოვანი ლაბირინთიც;

2. მცენარეული უჯრედები, რომლებშიც წარმოიქმნება სახამებლის წვრილი მოძრავი მარცვლები — სტატოლითები.