სტევენის იორდასალამი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
სტევენის იორდასალამი | |||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||
| |||||||
ლათინური სახელი | |||||||
Paeonia steveniana | |||||||
|
სტევენის იორდასალამი (ლათ. Paeonia steveniana) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 50-100 სმ-მდე სიმაღლისა. ფოთლები ორივე მხარეზე მწვანეა, შიშველი, ორჯერ სამად დანაკვთული, ნაკვეთები ფართოა უკუკვერცხისებრი. ყვავილები ფართოდაა გადაშლილი. მოვარდისფრო მოწითალო ფერის. იზრდება მთის შუა სარტყელის ტყეებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში.