სტორა-ალვარეტი

სამხრეთ ელანდის სამიწათმოქმედო ლანდშაფტი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 56°28′00″ ჩ. გ. 16°33′00″ ა. გ. / 56.46667° ჩ. გ. 16.55000° ა. გ. / 56.46667; 16.55000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 968
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 968
ინგლ.რუს.ფრ.

სტორა-ალვარეტიკირქვიანი ვაკე შვედეთის კუნძულ ელანდზე. ნიადაგში წვრილი ნაწილაკებისა და PH-ის მარღალი შემცველობის გამო, აქ გავრცელებულია ვეგეტაციათა დიდი ასორტიმენტი, მათ შორის მრავალი იშვიათი სახეობა. 2000 წელს, სტორა-ალვარეტი მისი ექსტრაორდინალური ბიომრავალფეროვნებისა და პრეისტორიის გამო, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. აღნიშნული ფორმაციის ფართობი 260 კმ²-ია და წარმოადგენს ამგვარ არეალებს შორის უდიდესს ევროპაში, ამავე დროს, მოიცავს კუნძულის 1/4-ს. ზოგადად გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, სტორა-ალვარეტი ხეებს ნამდვილად არაა მოკლებული; პირიქით გავრცელებულია იშვიათი ჯიშის დაბალი ტანის ხეები, რომლებიც პიგმეის (ქონდრისკაცი) ტყის მონათესავეა.[1]

კირქვული ვაკე ადრეული გამყინვარების პერიოდში მყინვარების შედეგად წარმოიქმნა, ხოლო თავად კირქვები 500 მლნ წლის წინ წარმოიქმნა ზღვაში, იმაზე უფრო სამხრეთით, ვიდრე ახლა მდებარეობს კუნძული. ოლანდის ნაწილი ბალტიის ზღვიდან მხოლოდ 11 000 წლის წინ ამოიზიდა, როდესაც უკანასკნელმა მყინვარებმა დნობა დაიწყო. მომდევნო რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე, ყინულის უმეტესი ნაწილი დადნა და კუნძულზე პირველი ძუძუმწოვრები და ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც მატერიკიდან ელანდთან დაკავშირებულ ყინულის ხიდს გამოუყვნენ. სულ ბოლოს, შიშველ კირქვაზე მცენარეთა გავრცელებისა და ქარის მიერ მოტანილი დეპოზიტების წყალობით, ნიადაგი წვრილი ნაწილაკებით დაფარა (ორი სმ სიღრმის), რამაც დღეს არსებული ალვარის ფორმაცია წარმოქმნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hakan Sandbring and Martin Borg, Oland: Island of Stone and Green, May, 1997