ტაბუ[1] ან ტაპუ[2][3][4] ან კაპუ[5] — პოლინეზიაში რაიმე საღვთოს, წმინდის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც გულისხმობს რაიმე აკრძალვებს ან მორალურ შეზღუდვებს. ევროპაში გამოყენებული სიტყვა ტაბუ სათავეს იღებს ამ სიტყვიდან და ის უკავშირდება ჯეიმზ კუკის 1777 წელს ტონგაზე მოგზაურობას.
პოლინეზიის ხალხებში ეს სიტყვა გამოიყენება შესაბამისი მნიშვნელობით გარდა როტუმანისა სადაც ამ მნიშვნელობას ატარებს: ჰა'ა.