ტაილანდი ფლობს უდიდეს შესაძლებლობებს ტურიზმის განვითარებისათვის. ამ შესაძლებლობას მას აძლევს მისი ხელსაყრელი მდებარეობა ინდოჩინეთის ცენტრში და მალაკის ნახევარკუნძულზე, ფართო გასასვლელი ზღვაში, მდინარე მენამის სატრანსპორტო შესაძლებლობა, ოქროს ქვიშა, მრავალფეროვანი რელიეფი, მსოფლიოში უმდიდრესი ტყეები, პოპულარული საზღვაო კურორტები და მრავალი უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლი.
ბანგკოკი აჯადოვებს ყველა მნახველს. ქალაქი დაარსდა 1782 წელს და დღეს იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქს მსოფლიოში. აქ წარმატებით ერწყმის ერთმანეთს უძველესი ტრადიციების პატივისცემა და ტექნიკური პროგრესი. თანამედროვე ცათამბჯენები ორიგინალურად მეზობლობენ ბუდისტურ ტაძრებსა და ისტორიულ ძეგლებთან. ბანგკოკში მდებარე 400 ტაძარს შორის ულამაზესად ითვლება ფირუზის ბუდას, აისის, ოქროს ბორცვის, მარმარილოს ტაძრები. აქ მრავლადაა წარმოდგენილი სკულპტურული შედევრები კედლის მხატვრობებითა და მრავალრიცხოვანი დეკორაციებით. მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება დიდი სამეფო სასახლის კომპლექსი; ვიმან მეკის სასახლე ყველაზე დიდი ,,ოქროს” ტექტონას ხეებისაგან დამზადებული: პასტერის ინსტიტუტის გველის ფერმა, სადაც ამრავლებენ შხამიან გველებს და აგროვებენ შხამს ფარმაკოლოგიისათვის. ჯიმ ტომპსონის სახლ-მუზეუმი, სადაც თავმოყრილია აზიური ხელოვნების შემქმნელთა კოლექციები. ბანგკოკი იწყება ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარის მენამ-ჩაო-პრაის შესართავიდან, რომელიც რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული სიამის უბიდან, ფართოდ იშლება მრავალი მდინარეებითა და ნაკადულებით დაფარულ დაბლობზე. ყველაფერ ამით ქალაქი მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც აღმოსავლეთის ვენეცია.
ტურისტთა მომსახურებისათვის ბანგკოკში უამრავი გასართობია: ესენია ღამის კლუბები და ფეშენებელური რესტორნები, ბარები, საკონცერტო დარბაზები, პარკები, მუზეუმები, თეატრები, გალერეები, კინოთეატრები, მასაჟ სალონები, საბილიარდო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, გოლფის მოედნები, სპორტული დარბაზები და სხვ. გამომავალი გაზეთები ყოველდღიურად აქვეყნებენ ინფორმაციას საკონცერტო დარბაზების, კინოთეატრების, გამოფენების, შოუების რეპერტუარის შესახებ, ბანგკოკის ღამის ცხოვრებაზე (რესტორნები და კლუბები). ყურადრებას იმსახურებს ასევე ღირსშესანიშნაობები ბანგკოკის ირგვლივ დედაქალაქიდან ჩრდილოეთით გადაჭიმულია დაბლობები, ბრინჯის ნათესებით. ამ რეგიონის ცენტრში ბანგკოკიდან 80კმ-ში მდებარეობს უძველესი ქალაქ აიუტაიის ნანგრევები, რომელიც 400 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ტაილანდის დედაქალაქს. იგი საბოლოოდ დაინგრა 1767 წელს ბირმელების მიერ.
ბანგკოკიდან 60კმ-ით დასავლეთით მდებარეობს ბუდას ყველაზე დიდი ქანდაკება მსოფლიოში, რომლის სიმაღლე დაახლოებით 130 მეტრია. სტუმრის ყურადრებას იქცევს ნაკხონ პატხომიდან 40 წუთის სავალზე გაშენებული ორიგინალური მცურავი ბაზარი.
ქალაქი კანჩაბური ბანგკოკიდან 130კმ-ის სავალზეა, რომელიც ცნობილია თავისი ,,ხიდით მდინარე კვაიზე”, იგი აშენდა მეორე მსოფლიო ომის დროს, აქ მდებარეობს სასაფლაო, სადაც განისვენებენ მოკავშირეთა დაღუპული ჯარისკაცები. ეს ადგილი გარშემორტყმულია ლამაზი ბუნებითა და ჩანჩქერებით, გამოქვაბულებით, რომელშიც აღმოჩენილი იქნა ნეოლითის პერიოდის პირველყოფილთა ჩონჩხები. ამავე რაიონში, მაგრამ შედარებით ახლოს ბანგკოკთან გადაჭიმულია ვარდების ბაღი, ქვეყნის ცნობილი კულტურული ცენტრი. აქვეა ზოოპარკი და სამარანის სპილოების ნაკრძალი.
ბანგკოკიდან 150კმ-ზე ჩრდილოეთით მდებარეობს უძველესი ქალაქი ლოპ-ბური, რომელიც დაარსდა IX საუკუნეში. აქ შემორჩენილია კხმერებისა და ინდუისტების მმართველობის დროინდელი ნანგრევები. Aქვეა აგრეთვე უდიდესი სასახლე რამრატჩანივეტი.
ბანგკოკიდან სამხრეთ-დასავლეთით 120კმ-ზე მდებარეობს პხედჩაბური, რომელიც ცნობილია ეგზოტიკური ადგილებით, როგორიცაა ბუდა კხაო ლუანგის გამოქვაბული, პხრა ნაკხონ კხირის სასახლე, სუვანართა საუცხოო ტაძარი თავისი ფრესკებით აიუტაიების მეფობის დროინდელი, აქვე დაცული უძველესი მანუსკრიპტების საცავი, აგრეთვე აქ მდებარეობს უდიდესი და ულამაზესი კაენგ კაჩანის ეროვნული პარკი. ჩა ამი კი მდებარეობს 173კმ-ზე სამხრეთ-დასავლეთით სწრაფად განვითარებადი საზღვაო კურორტი ულამაზესი პლაჟებით.
ბანგკოკიდან 198კმ-ზეა ხუა ხინი, რომელიც უძველესი საზღვაო კურორტია XX საუკუნის 20-იანი ნიანგების ფერმა, სადაც ზრდიან 30 ათასზე მეტ ქვეწარმავალს. აქედან მცირედი მოშორებით განლაგებულა ეგრეთ წოდებული უძველესი ქალაქი-დაუვიწყარი მათთვის, ვისაც აინტერესებს ტაილანდის კულტურა და არქიტექტურა. აქვეა შემცირებული მასშტაბით შექმნილი ყველაზე პოპულარული ბუდისტური ტაძრები და სასახლეები.
ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში მდებარეობს ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობები. საინტერესოა ტაილანდის ჩრდილოეთი ნაწილი. მისი განუმეორებლობა მდგომარეობს მთის თვალწარმტაც პეიზაჟებში. ტყეები თავისი სპილოებითა და ეროვნული დღესასწაულებით. შუკოტაი განლაგებულია ბანგკოკიდან ჩრდილოეთით 427კმ-ზე. იგი ცნობილია ბუდების მასიური მონოლითური გამოსახულებებით, რომელნიც აღმართული არიან არიან ძველი ქალაქის ნანგრევების თავზე.
ლამპანგი მდებარეობს ბანგკოკიდან ჩრდილოეთით 600კმ-ზე. Eეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჯერ კიდევ იყენებენ ცხენების ეკიპაჟს. ლამპანგი ცნობილია რამდენიმე ტაძრით, აშენებული ბირმის სტილში, აგრეთვე სპილოების ნაკრძალითაც.
ჩიანგმაი ჩრდილოეთით 700კმ-ზე მდებარეობს, იგი მთავარი ქალაქია, განთქმულია XIIIს-ში შექმნილი ისტორიული ტაძრებით, მთის პეიზაჟებით, სახალხო დღესასწაულებითა და ხალხური რეწვის ნაკეთობებით. ბო სანგ-სან კამპენგის მხარე განთქმულია ქოლგების, აბრეშუმისა და ბამბის, ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების, კერამიკისა და სხვათა წარმოებით. ჩიანგმაიდან დასავლეთით 90კმ-ზე მდებარეობს ტაინანდის უმაღლესი მწვერვალი დოი ინთხანონი.
ლაოსის საზღვარზე მდინარე მეკონგის სანაპიროზე მდებარეობს უძველესი ქალაქი ჩიანგ სანი. ეს ქალაქი სახელგანთქმულია პხრა ტხატ დოი ტუნგის ტაძრით, რომელიც განლაგებულია მთის მასივზე, საიდანაც იშლება ულამაზესი პეიზაჟებით გარემოცული აკხას სოფლები.
ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი ყურადღებას იქცევს თავისი ფოთლოვანი ტყეებით, ეროვნული პარკებითა და ბორცვებიანი სოფლის მინდვრებით. ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილ იქნა ბრინჯაოს პერიოდის უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევი, რომელიც წარმოიქმნა 5,5 ათასი წლის წინ.
ბანგკოკიდან 200კმ-ზე, ზღვის დონიდან 800მ-ზე განლაგებულია ეროვნული პარკი კხაო იაი. მისი ფართობი 540 ათასი აკრია. თროპიკულ ტყეებსა და მაღალმთიან ფერდობებზე გვხვდება ირმები, დათვები, ვეფხვები, სპილოები, ვერცხლისფერი ხოხბები და სხვა ცხოველები. აქ მრავლადაა საექსკურსიო ბილიკები.
მუზეუმში ბან ჩაიანგის განყოფილებაში ინახება უნიკალური საიუველირო და კერამიკული ნაკეთობანი, რომელიც აღმოჩენილი იქნა ბრინჯაოს პერიოდის დასახლების გათხრების დროს.
მდინარე მეკონგთან ახლოს პხა ტაუმში დაცულია ისტორიამდელი კლდის მხატვრობა. იასოტხონში ყოველ ზაფხულს იმართება წვიმის დღესასწაული თავისი ულამაზესი ფეიერვერკებით. სურინეში ყოვეწლიურად მთელი მსოფლიოდან იკრიბება სტუმრები, ნოემბრის სპილოების დღესასწაულის სანახავად.
მდინარე მენამ-ჩაო-პრაიას სათავიდან ტაი-კამბოლის საზღვრამდე გადაჭიმულია აღმოსავლეთ სანაპიროები თავისი მრავალრიცხოვანი პლაჟებით და უბეებით. Aქ განლაგებულია მრავალი საზღვაო კურორტი. მათ შორისაა აზოს ყველაზე ცნობილი კურორტი პატაია.
ბანგსაენი, რომელიც მდებარეობს ბანგკოკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 100კმ-ზე, ითვლება დედაქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე კურორტად, რომელიც თავისი გრილი პალმის ხეივნებით გამოყოფილია ფეშენებელური სასტუმროებიდან.
საინტერესო ზოოპარკია ღია ცის ქვეშ კხაო კხიანში, 15კმ-ის დაცილებით ბანგ პხრადან, რომლის ტერიტორია 1200 აკრია. სპეციალურ ვოლიერებში თავმოყრილია ცხოველები აზიიდან, აფრიკიდან, ევროპიდან, ფრინველთა გალიებში აზიის იშვიათი სახეობებია.
პატაია მდებარეობს ბანგკოკიდან 147კმ-ზე სამხრეთ-დასავლეთით. იგი სამართლიანად ითვლება ,,ტაილანდის რივიერად”. იგი მსოფლიოში ცნობილი საზღვაო პორტია, რომელსაც ყოველ წელს ასი ათასობით ტურისტი სტუმრობს, რესტორანი და კლუბებია თავისი მდიდარი ღამის ცხოვრებით, რომელიც განთიადამდე გრძელდება, აგრეთვე ყველა პირობაა შექმნილი საზღვაო პორტის განვითარებისათვის.
ბანგ სარე პატარა მეთევზეთა სოფელია 40კმ-ის სავალზე პატაიადან სამხრეთით. იგი ტურისტებს იზიდავს იმით, რომ აქ შეიძლება ინადირონ ზვიგენებზე და სხვა ცხოველებზე.
რაიონი ცნობილია მეთევზეთა სოფლით ბან-პხე და კუნძულ სამეტით, რომლის სიგრძე 6კმ-ია. ეს კუნძული გარშემორტყმულია 15 ყურით, თავისი პლაჟებით, მარჯნის რიფებით და გამჭვირვალე წყლით საუკეთესო საბანაო, საცურაო და სათევზაო ადგილია.
ტრატი პროვინციაა კამბოჯის საზღვარზე, ცნობილია ეროვნული საზღვაო პარკით კო ჩანგით, რომლის ტერიტორია 56 კუნძულს მოიცავს.
მეტად მიმზიდველია ტურისტებისათვის ტაილანდის სამხრეთ რეგიონი, მისთვის დამახასიათებელი სუფთა თბილი ზღვით, კუნძულები ტროპიკული მცენარეებით, საოცარი პლაჟებით, მარჯნის კუნძულებით, მრავალფეროვანი საზღვაო ფლორითა და ფაუნით, მონადირეთა სოფლებით, ტყიანი მთებით, ჩანჩქერებით, ისტორიული ძეგლებითა და ბუდისტური ტაძრებით.
განსაკუთრებით უნდა ითქვას კუნძულ-კურორტ სამუიზე, რომელიც განთავსებულია ბანგკოკიდან 560 კმ-ზე. მთავარ განმასხვავებელ ნიშნად ითვლება ხელუხლებელი პლაჟები, თავისი ქათქათა მარჯნის ქვიშით, კრისტალურად სუფთა ზღვით, ღია მწვანე ქოქოსის პლანტაციებით და ბრინჯის მინდვრებით.
სონგკხლა ქალაქია, განლაგებული 950 კმ-ზე ბანგკოკიდან. შუა საუკუნეში ბრაკონიერთა ციხესიმაგრე იყო, ხოლო დღეს წყნარი მეთევზეთა ქალაქია პლაჟით. აქვე 520 კვ.კმ-ზე მდებარეობს წყლის ფრინველთა პარკი “კხუ კხუტ”, რომელშიც ცხოვრობს 140 სახეობაზე მეტი ფრინველი.
პუტეკი ტაილანდის ყველაზე დიდი კუნძულია, სიგრძით 48 კმ. და სიგანით 21 კმ. ანდამანის ზღვაში, ბანგკოკიდან 862 კმ-ის დაშორებით. ეს კურორტი მსოფლიო მნიშვნელობისაა თავისი პლაჟებით, უმდიდრესი ტროპიკული ბუნებით, კრისტალური ცისფერი წყლითა და მდიდარი წყალქვეშა სამყაროთი.
ძირითადი ტურისტული ცენტრებია: ბანგკოკი, პატაია, პუტეკი, ჩიანგმაი და სხვ. სტუმრებს აქ სთავაზობენ პირველი კატეგორიის სასტუმროებს, მოწყობილს უმაღლეს დონეზე, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ 200-დან 2000-მდე სტუმარი. მომსახურების დიაპაზონი შეთავაზებული საცხოვრებლისა წარმოუდგენლად ფართოა: საოჯახო სასტუმროები, განცალკევებით მდგარი ბუნგალოთა კომპლექსები, სასტუმრო სახლები, ტურბაზები, ჩინურ სტილში მოწყობილი მოხერხებული სასტუმროები და პატარა სახლები ზღვის სანაპიროზე. სადღეღამისო ღირებულება მერყეობს რამდენიმე აშშ დოლარიდან, რამდენიმე ასეულ აშშ დოლარამდე.
ტაილანს ძირითადად მეზობელი მალაიზიის მცხოვრებნი სტუმრობენ, მათი ვიზიტი დაახლოებით 5 დღე გრძელდება, შემდეგ იაპონელები და ტაივანელები, მათი ვიზიტი შედარებით ხანგრძლივია.
ტაილანდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ევროპელთა შორის. სტუმრობენ ტურისტები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან. დღესდღეობით ტაილანდი ფართოდაა წარმოდგენილი რუსეთის ტურისტულ ბაზარზე.
ტაილანდი სექს-ტურიზმის ცენტრია.
ტაილანდი მტო-ს დაყოფით მიეკუთვნება აღმოსავლეთ აზია/ოკეანეთის რეგიონს, კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვერეგიონს. საერთაშორისო ტურისტულმა ჩამოსვლებმა ტაილანდში 2006 წელს შეადგინა 13822 ადამიანი, 2007 წელს 14464. ხოლო 2008 წელს 14584 საერთაშორისო ტურისტი. შესაბამისად აქედან შემოსავალი იყო აშშ დოლარებში: 2006წ_13401 მლნ, 2007წ_16669 მლნ, 2008 წ. 17651 მლნ. აშშ დოლარი.