ტამბომაჩაი (Tambomachay, კეჩ.Tampumachay, tanpu mach’ay — სიტყვასიტყვით "დასასვენებელი ადგილი", "კურორტი") — არქეოლოგიური ძეგლი პერუში, მდებარეობს ქალაქ კუსკოსთან ახლოს. ეს იყო საპა ინკების დასასვენებელი ადგილი. ასევე ასრულებდა ინკების აბანოს მოვალეობას (Balneario Inca). არქეოლოგიური კომპლექსი შედგება აკვედუკების, არხებისა და კასკადების მთელი სერიებისაგან.