ტანენ-ტაუნჯი | |
---|---|
ტანენ-ტაუნჯი | |
კოორდინატები: 18°35′16″ ჩ. გ. 98°29′13″ ა. გ. / 18.58778° ჩ. გ. 98.48694° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაილანდი მიანმარი |
უმაღლესი წერტილი | დოი-ინთანონი |
სიმაღლე | 2565 მ |
სიგრძე | 170 კმ |
სიგანე | 80 კმ |
ტანენ-ტაუნჯი, თანონ-თონგ-ჩაი — ქედი ჩრდილოეთ ტაილანდში. მცირე მონაკვეთი ვრცელდება მიანმარის ტერიტორიაზე. წარმოადგენს შანის მთიანეთის სამხრეთ გაგრძელებას. სიგრძე 170 კმ, სიგანე 80 კმ. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 2565 მ (მთა დოი-ინთანონი). უმეტესწილად აგებულია გრანიტებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. ქედი ღრმა გასწვრივი ხეობებით გაყოფილია პარალელურად გაჭიმული მთის მასივებით, განსაკუთრებით დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. გაბატონებულია ფოთოლმცვივანი ტროპიკული ხეები ტექის ხის მინარევით, 1200 მ ზემოთ მარადმწვანე ტყეებია. ქედის ფარგლებშია მრავალი ეროვნული პარკი, რომელთაგან აღსანიშნავია: დოი-ინთანონის ეროვნული პარკი, დოი-სუთეფი-პუის ეროვნული პარკი და სხვა. დასავლეთ შტოქედებზეა თუთიისა და ვოლფრამის მადანი.