ტანწვრილასებრნი

ტანწვრილასებრნი
ცილინდრული სხეულის მქონე ტანწვრილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Colydidae

ტანწვრილასებრნი (ლათ. Colydidae) — ხოჭოების ოჯახი. აქვთ წაგრძელებული, ცილინდრული ან გაბრტყელებული, იშვიათად ოვალური სხეული, რომლის სიგრძე 1,5-18 მმ-ს აღწევს. ოჯახში 1500-მდე სახეობაა, რომელთაგან სსრკ-ში დაახლოებით 80 სახეობა იყო გავრცელებული. ბინადრობენ ხის ქერქის ქვეშ სხვა მწერების სავალებში, იშვიათად სოკოებსა და მცენარეულ ნარჩენებში.არიან მტაცებლები ან საპროფაგები. მტაცებელი ტანწვრილასებრნი იკვებებიან ქერქიჭამიებით, მათი მატლებითა და სხვა. ზოგი ტანწვრილასებრნის მატლი სხვა ხოჭოების მატლების გარეგანი პარაზიტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]