ტელემაკო სინიორინი (იტალ. Telemaco Signorini; დ. 18 აგვისტო, 1835, ფლორენცია — გ. 10 თებერვალი, 1901) — იტალიელი ფერმწერი და გრაფიკოსი, მაკიაიოლის ლიდერი.
სწავლობდა ფლორენციაში, სამხატვრო აკადემიასთან არსებულ სკოლაში. 1853 წლიდან იყო ჯუზეპე მაძინის რევოლუციური წრის წევრი. 1859 წელს მონაწილეობდა ჯუზეპე გარიბალდის აჯანყებაში. მისი ფერწერული ტილოები ასახავენ მხატვრის თანამედროვე ცხოვრებას, ბრძოლებს, ქალაქების ყოფას, პეიზაჟებს. მისი ცნობილი ნამუშევარია „სან ბონიფაციოს საგიჟეთი“ (1865, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, რომი).