ტერესკენი

ტერესკენი
Krascheninnikovia lanata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  ტერესკენი
ლათინური სახელი
Ceratoides

ტერესკენი (ლათ. Ceratoides) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი ბუჩქბალახები ან პატარა ბუჩქებია. ფოთლები და ერთწლიანი ყლორტები ვარსკვლავა ბეწვებით აქვთ მოფენილი.

7—8 სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, იშვიათად ჩრდილოეთ აფრიკაში. ველზე, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოში. საქართველოში გვხვდება 1 სახეობა — Ceratoides latens (ადრე Eurotia ceratoides). იზრდება ქართლსა და მესხეთში, მთის შუა სარტყლამდე, მშრალ, ღორღიან ფერდობებზე. უდაბნოში იყენებენ საწვავად და აქლემის საკვებად.