ტირიბაზე — აქემენიანთა იმპერიის პროვინციის, დასავლეთ არმენიის (მე-18 სატრაპია) მმართველი სატრაპი ძვ. წ. საუკუნის დასაწყისში. ტირიბაზეს საგამგეო მდებარეობდა აღმოსავლეთ ევფრატის აუზში. ქსენოფონტის ცნობით მის დაქირავებულ არმიაში მსახურობდნენ ტაოხები, ხალიბები და ფასიანები. ტირიბაზეს ემორჩილებოდნენ აგრეთვე ჰესპერიტები (სასპერები და იბერები).