ტოლანი

ტოლანი (ესპ. Tollan) — მესოამერიკული მითოლოგემა, რომელიც ლიტერატურაში გვხვდება, როგორც ქალაქის სახელი. ხშირად ასოცირდება ტოლტეკების დედაქალაქ ტულასთან. ამ ტერმინის მითოლოგიური კავშირით სამოთხესთან, ბევრი დასახლება მესოამერიკაში შეიცავს გამომსახველობითი პატივისცემის სუფიქსებს tol- ან tul- (ტოლა, ტულა-ჰიკოკოტიტლანი, ჩოლულა, ტოლულა, აცტეკების დედაქალაქ ტენოჩტიტლანს ასევე უწოდებდნენ „ტოლან ტენოჩტიტლანი“).

სიტყვა tollan-ის და მისი ერთფუძიანი სიტყვების ეტიმოლოგია დაკავშირებულია ლერწამთან. დასახელება Tula, Tollan და Tulán მომდინარეობს სიტყვიდან ნაუატ. tollin ან tullin, რომლებიც აღნიშნავენ „ადგილი ლერწამთან“.

მითოლოგიის მიხედვით, ტოლანი ფრთიანი გველის, კეცალკოატლის, დედაქალაქი იყო, მესოამერიკული ვერსიით კი — სამოთხე დედამიწაზე. ქალაქში კეცალკოატლის ოთხი სახლი იყო: დასავლეთი აგებული იყო მწვანე ნეფრიტით, აღმოსავლეთი — ყვითელი ოქროთი, ჩრდილოეთი — ვარდისფერი სადაფით, ხოლო სამხრეთი — თეთრი სადაფით. ყველა სახლი დაფარული იყო ფირუზის მოზაიკითა და კეცალის ფრთებით.[1] ტესკატლიპოკასთან დამარცხების შემდეგ, ფრთიანი გველი ტოლანში წავიდა და დაიბარა, რომ დაბრუნდებოდა.

ჩიჩენ-იცაში ბურთის სათამაშო სტადიონზე ნაპოვნი გამოსახულებები მოწმობენ კეცალკოატლის ადგილობრივ კულტზე, რამაც ამ ქალაქს საშუალება მისცა მითური ტოლანის როლში იქნეს განხილული.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]