ტომოძი აბე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბე.
ტომოძი აბე
იაპონ. 阿部知二
დაბადების თარიღი 26 ივნისი, 1903(1903-06-26)[1]
დაბადების ადგილი მიმასაკა
გარდაცვალების თარიღი 23 აპრილი, 1973(1973-04-23) (69 წლის) ან 1973[1]
გარდაცვალების ადგილი ტოკიო
საქმიანობა რომანისტი[1] , მთარგმნელი, მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი[1]
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა  იაპონია[1]
 იაპონიის იმპერია
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი და ნაგოიის უნივერსიტეტი
Magnum opus Q16620294?

ტომოძი აბე (იაპონ. 阿部 知二; დ. 26 ივნისი, 1903 — გ. 23 აპრილი, 1973) — იაპონელი მწერალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი.

მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია რომანი „ზამთრის თავშესაფარი“ (1936). ემხრობოდა იმ ლიტერატურულ-ესთეტიკურ მიმდინარეობას („ახალი ხელოვნების სკოლა“), რომელიც აშკარად დაუპირისპირდა პროლეტარულ ლიტერატურას. აბეს ნაწარმოებების მთავარი თემაა ინტელიგენციის სულიერი სამყარო (რომანი „ქარბუქი“, 1938), განსაკუთრებით ომის შემდგომი ახალგაზრდობის სულისკვეთება (რომანები — „გაზაფხულის ღამე“, 1949, „შავი აჩრდილი“, 1950 და სხვა.).