ტოპეს-დე-კოლანტესი
Gran Parque Natural Topes de Collantes | |
---|---|
IUCN კატეგორია V (დაცული ლანდშაფტი)
| |
მდებარეობა | სანქტი-სპირიტუსი |
ქვეყანა | კუბა |
კოორდინატები | 21°53′00″ ჩ. გ. 80°00′00″ დ. გ. / 21.88333° ჩ. გ. 80.00000° დ. გ. |
ფართობი | 110 კმ² |
ტოპეს-დე-კოლანტესი (ესპ. Gran Parque Natural Topes de Collantes) — დიდი დაცული ტერიტორია კუბის ცენტრალურ ნაწილში, სიერა-დელ-ესკამბრაის ქედზე. მდებარეობს ქალაქ ტრინიდადიდან 20 კილომეტრში. ტერიტორიის სიმაღლეა ზღვის დონიდან 800 მ. ფართობი 110 კმ². მღვიმური მდინარეები, ტბები, ჩანჩქერები, კანიონები და ბუნების სხვ. ღირსშესანიშნაობები ქმნიან თვალწარმტაც ლანდშაფტებს. განვითარებულია სხვადასხვაგვარი მიკროკლიმატი, ზომიერი ტენიანობა.
იზრდება ორქიდეის 40-ზე მეტი ადგილობრივი სახეობა, 100 სახეობის გვიმრისნაირი, გვხვდება აგრეთვე ფიჭვი, ევკალიპტი, მაგნოლია, ჟასმინი და ფლორის სხვა სახეობები. მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო.