ტოპიები — გვიანი შუა საუკუნეების ყველაზე ძლიერი ალბანური ფეოდალური დინასტია. თავიდან ისინი შედიოდნენ ალბანეთის სამეფოს შემადგენლობაში. 1368 წელს კარლ ტოპიამ აიღო დურესი და შექმნა ალბანეთის სამთავრო , რომელიც წარმოადგენდა ისტორიის მანძილზე პირველ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს რომელსაც ეთნიკური ალბანელი (მამის მხრიდან) განაგებდა.
ჩამონათვალში მხოლოდ მამრობითი წევრების შთამომავლებს:
ალბანეთის სამთავრო კარლ ტოპიას მიერ დურესის აღებამდე.
ტანუსიო ტოპია , მატიას გრაფი (1328–38)
დაქორწინდა ნეაპოლის მეფის რობერტის უკანონო ქალიშვილზე, რობერტმა ორივე მოკლა.
კარლი (ან კარლო), დაახ. 1370 წელს დაქორწინდა ვიოსლავა ბალშიჩზე . ჰყავდა სამი შვილი.
ჯიერჯი (დ. 1388 – გ. 1392), დურესის ლორდი. დაქორწინდა ტეოდორა ბრანკოვიჩზე.
ელენა (დ. 1388 – გ. 1403), პირველი ქორწინება ჰქონდა ვენეციელ გრაფ მარკო ბარბადიგოსთან , მეორე სერბ ლორდ კონსტანტინე ბლშიჩთან.
ვიოლავა, პირველი ქორწინება კურსაჩიოსთან, მეორე 1394 წელს ლეჟას ლორდ პროგონ დუკაგინთან[ 1]
მარია, უცნობი დედისგან, დაქორწინდა ფილიპო დი მარამონტეზე.
ნიკიტა , უცნობი დედისგან, დაქორწინდა კომნენ არიანიტის ქალიშვილზე.
მარა, 1407 წელს დაქორწინდა ბალშა III -ზე, განქორწინდა 1412 წელს.
უცნობი, სავარაუდოდ ჟიორჯიო.
↑ Akademia e Shkencave e Shqipërisë; K. Prifti, Xh. Gjeçovi, M. Korkuti, G. Shpuza, S. Anamali, K. Biçoku, F. Duka, S. Islami, S. Naçi, F. Prendi, S. Pulaha, P. Xhufi (2002). Historia e Popullit Shqiptar . Tirana, Albania: Toena, გვ. 309. ISBN 99927-1-622-3 . ციტირების თარიღი: 2012-04-23 .