ტორენტ ფაილი

ტორენტ ფაილიBitTorrent ფაილების გავრცელების სისტემაში არის კომპიუტერის ფაილი, რომელიც გასავრცელებელ ფაილებზე და საქაღალდეებზე მეტამონაცემებს და, ჩვეულებრივ, ტრეკერების ქსელურ მისამართს შეიცავს. ტრეკერი არის კომპიუტერი, რომელიც სისტემაში მონაწილეებს ერთმანეთის პოვნაში და ქმედითი გამანაწილებელი ჯგუფების შექმნაში ეხმარება.[1] ტორენტ ფაილი გასავრცელებელ შიგთავსს არ შეიცავს; ის შეიცავს მხოლოდ მათ შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა მათი სახელები, ზომები, საქაღალდეების აგებულება და კრიპტოგრაფიულ ჰეშ-კოდი, რათა მისი გამოყენებით ფაილების დაუზიანებლობის გადამოწმება მოხდეს. კონტექსტის მიხედვით ტორენტი შესაძლოა ან თვითონ ტორენტ ფაილს გულისხმობდეს ან — მის შიგთავსს. ტორენტ ფაილებს ჩვეულებრივ .torrent გაფართოება აქვთ.

  1. BEP-0003: The BitTorrent Protocol Specification. Bittorrent.org. ციტირების თარიღი: 2009-10-22.