სოფელი | |
---|---|
ტურმაკედი Tuar Mhic Éadaigh | |
ჩანჩქერი ტურმაკედის ტყეში | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | სოფელი |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | მეიოს საგრაფო |
კოორდინატები | 53.67°00′00″ ჩ. გ. 9.365°00′00″ დ. გ. / 53.67000° ჩ. გ. 9.36500° დ. გ. |
ფართობი | 172.26 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 58 მ |
მოსახლეობა | 1 500 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
ოფიციალური საიტი | tourmakeady.com |
ტურმაკედი (ინგლ. Toormakeady; ირლ. Tuar Mhic Éadaigh, „მაკ-კედის ვწვანე ველი“)[1][2][3] — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. თავისი ათასამდე ირლანდიურად მოლაპარაკე მოსახლით ტურმაკედი წარმოადგენს უდიდეს გელტახტ დასახლებას ირლანდიაში.[4]
ირლანდიის დიდი შიმშილობის დროს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ტურმაკედი და წავიდა ემიგრაციაში. ყოველწლიურად სოფელში წასული ემიგრანტების ბევრი შთამომავალი ბრუნდება, რათა იპოვონ საკუთარი ფესვები.
ინგლისელი მსახიობი რობერტ შოუ (ცნობილია ფილმით „რუსეთიდან სიყვარულით“) გარდაცვალებამდე (1978) ცხოვრობდა ტურმაკედში.
|