უბაუდ ალაჰ იბნ ალ-ჰაბჰაბი — ომაიანთა ოფიციალური წარმომადგენელი ეგვიპტეში 724 - 734 წლებში, ხოლო 734 - 741 წლებში კაირუანში იფრიკიას მმართველი. მისი მმართველობის პერიოდში მოხდა ბერბერთა აჯანყება, რის შემდეგაც მაღრიბმა და ალ-ანდალუსიამ დამოუკიდებლობა მოიპოვეს.
უბაუდი წარმოშობით იყო კურაიშების ტომიდან. ის წარმოადგენდა განთავისუფლებული მონის შვილიშვილს, თუმცა იყო ღრმად განათლებული და პატივცეული ადამიანი.[1] მისი კარიერის განმავლობაშ ის გამოირჩეოდა მომთმენი და თავმდაბალი დამოკიდებულებით ძლიერთა მიმართ, ხოლო მეორე მხრივ თავის ქვეშევრდომებში ცნობილი იყო როგორც უსიამოვნო და უხეში პიროვნება, განსაკუთრებით არა არაბების მიმართ.
მის შემცვლელად აფრიკიაში 741 წელს დაინიშნა ქულთუმ იბნ ლიად ალ-კაზი