უდაიინი — ძველი ინდოეთის სამეფოს მაგადჰას მეფე ჰარიანტას დინასტიიდან. მან გადაიტანა ქვეყნის დედაქალაქი რაჯაგრიჰიდან ახლდადდაარსებულ პატალიპუტრაში. უდაიინის მმართველობის შემდეგ სახელმწიფოში იწყება შინაპოლიტიკური ბრძოლები. ყოველი მმართველობა ხანმოკლეა და მეფეთა უმრავლესობა არაბუნებრივი სიკვდილით კვდება.